ახალი ამბები
"სპორტული ფედერაციები კაი ხანია იქცნენ ბიუჯეტის პარაზიტებად, უკანონო-მოძალადე ზონდერ-გაერთიანებებად.." - შალვა ნათელაშვილი
"სპორტული ფედერაციები კაი ხანია იქცნენ ბიუჯეტის პარაზიტებად, უკანონო-მოძალადე ზონდერ-გაერთიანებებად, რომლებმაც სპორტსმენები ჩამოაყალიბეს საკუთარი ხალხის მჩაგვრელებად, არჩევნების გამყალბებლებად, ოპონენტების მცემელებად, პოლიტიკაში წარმოგზავნილ კრიმინალებად და საბოლოო ჯამში ისინი არა ქვეყნის სიამაყეს, არამედ უკვე ბედისწერას წარმოადგენენ. ალბათ ყველას გახსოვთ როგორ შეისხა, საავადმყოფოში დასაწოლად თვალებში შამპუნი, გამსახურდიას მიერ დანიშნულმა მოჭიდავე შინაგან საქმეთა მინისტრმა, რათა აეცილებინა პასუხისმგებლობა გადატრიალებასა და დაგეგმილ სამოქალაქო ომზე. შემდგომშიც ესენი იყვნენ მხედრიონის,გვარდიის. შევარდნაძე-მოქკავშირის, სააკაშვილ-ნაცმოძრაობის დამრტყმელი არიეგარდი. აგერ ავტოგოლისტი კალაძე რად ღირს მარტო.მოგვარე მყავდა ერთი ცნობილი ავტორიტეტი მაგ ჭიდაობაში, მეგონა ძალიან ვუყვარდი ბოლოს კი ვიგებ რომ მთელი ცხოვრება ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ეწოდა სადაც მოხვდებოდა. ასეა ვერცხლის გაფეტიშებამ ახლობელი,სამშობლო, მომავალი, ზნეობა აღარ იცის. ალბათ საზოგადოებაში დიდი დისკუსიაა დასაწყები რა ვქნათ, გვინდა სპორტი თუ სპორტ-პოლიტ-ზონდერები ქვეყანაში.." - შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |