ახალი ამბები
,,გთხოვთ, აღძრათ საქმე ივანიშვილისა და შალელაშვილის მიმართ, საერთაშორისო ჰაკერობის ფაქტზე”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ სანამ ე.წ. მმართველი პარტია ქურდულ შეკრებას ატარებს ოლიგარქთან, საქართველო შავი ფულის გასარეცხი უზარმაზარი პოლიგონი გახდა. ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვნი მილაირდები და ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას შეუდგა, რა მიზნითაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა კრიმინალი შოთა შალელაშვილი. ამ ჯგფმა, რუსულ სპეცსამასახურებთან ერთად, მხოლოდ მორგანის ბანკიდან ნახევარი მილიარდი დოლარი მოიპარა. ამას დაამატეს სხვაგან მოპარაული მილიარდნახევარი დოლარი, შემოიტანეს საქართველოში და გლდანში არსებულ ბიტკოინების საწარმოში გაათეთრეს ,,ბიტფურდი“-ს მეშვეობით, რომელიც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობს და ქვეყნიდან უზარმაზარი ფინანსები გააქვს. ეს ფული საქართველოში კი არ რჩება, არამედ ვირჯინიისა და მარშალის კინძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიების ანგარიშებზე ირიცხება.

ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიებას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყაჩაღ შალელაშვილის და ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერობის ამ უპრეცედენტო ფაქტზე.

ასევე, ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრს, განახორციელოს ფინანსური სანქციები შოთა შალელაშვილის ანგარიშებზე, რომელიც იმავდროულად, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის წევრია. ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ დანაშაულებრივი ჯგუფი ავრცელებს ხმებს, რომ შალელაშვილს ნათესაური კავშირი აქვს ტრამპის სიძე- კუშნერთან. ვთხოვთ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, გაითვალისწინონს ეს ინფორმაცია, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ იკონტაქტონ ამ დანაშაულებრივ ჯგუფთან.

როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა გლდანში, პირდაპირ ტრანსფორმატორების ქვეშ, გახსნა ბიტკოინების საწარმო და თავისთვის დააწესა ლეექტროენერგიაზე დაბალი გადასახადი _ 11 თეთრი. (ეს ის 11 თეთრია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ დავადგენინეთ და სამი წელი ამ ტარიფს იხდიდა ხალხი) და ამ გზით პირადაპირ ციდან უცვივა მილიარდები. მეორე ასეთი საწარმო გახსნა გორთან, სადაც ჩვენი ფულით, სახელმწიფო კრედიტით (რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ), დააყენეს ქარის ელექტრო სადგურები და ის ივანიშვილმა და შალელაშვილმა მიუერთეს ბიტკოინების ქარხანას და იქაც ასევე ციდან უცვივათ ფული. სწორედ შალელაშვილის ვაჟი გახლდათ იმ ჰაკერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც გაძარცვა ამერიკაში ყველაზე დიდი ბანკის ,, JP Morgan Chase&Co“ და ნახევარი მილიარდი გამოიტანა. ის მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ფული დაბრუნებულია. ახლა მთავარია, ჩვენი ფული დავიბრუნოთ. ამისთვის ესენი უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან.

წყარო:  http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86