ახალი ამბები
,,სანამ არ იქნება ქვეყანაში ხმა გაუყიდავი ამომრჩეველი, ნუ ვიკითხავთ, როდის გვეშველება”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ გატეხა კონგრესის დემოკრატიული ოპოზიცია და აღადგინა ფედერალური მთავრობის დაფინანსება ანუ ე.წ შათ დაუნი ამ ეტაპზე დამთავრდა ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ყველაზე ძლიერი, თანაც მილიარდერი პრეზიდენტის დამარცხებით შიდა ოპოზიციასთან. ახლა წარმოიდგინეთ საქართველო, როგორ იყიდიდა სათითაოდ თუ ერთად ყველა დეპუტატს ოპოზიციიდან მილიარდერი ივანიშვილი, როგორ დაშლიდა და ხელახლა თავის გემოვნებით ააწყობდა პოლიტიკურ პარტიებს, როგორ გაეგებოდნენ ფეხქვეშ ტელევიზიები, ხელოვანნი, სპორტსმენები. აი, ჩვენი უბედურების თავი და თავი.

სანამ არ იქნებიან ქვეყანაში პრინციპის და იდეის გაუყიდავი პარტია-პოლიტიკოსები ,ხმა-გაუყიდავი ამომრჩევლები მანამდე სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია ნუ გვექნება და ნურც იმას ვიკითხავთ, როდის გვეშველება.

წყარო:  http://euronews.ge
| ბეჭდვა |