ახალი ამბები
,,ზონდერი“ სპორსტმენების ეპოქა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს“
,,ზონდერი“ სპორსტმენების ეპოქა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს“

ლეიბორისტები მოითხოვენ შეუწყდეს საბიუჯეტო დაფინანსება სპორტულს ფედერაციებს, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებად და არჩევნების გამყალბებლებად გადაიქცნენ და ეს თანხა მასობრივი სპორტის განვითარებისა და უფასო სპორტულ სექციების განვითარებას მოხმარდეს. ასევე, ასეთ სპორტსმენებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან მსგავს ქმედებებში, აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.
ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
,,სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან ერთად, სრული სვლით მიდის სპორტის ოლიგარქიზაცია. ბიუჯეტის მილიონებით დაფინანასებული 63 ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერებად, უკანონი შეიარღებული ფორმირებებად, არჩევნების გამყალბებლებად, რომლებიც წილების გადანაწილებისთვის საკუთარ თანაგუნდელებსაც არ ინდობენ და უსწორდებიან.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს ყველა ამ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება და ეს მილიონები წარიმართოს მასობრივი სპორტის და უფასო სპორტული სექციების განვითარებისკენ ყველა ქალაქსა და სოფელში.
მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა ერთობლივი შავი სია და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს, რათა მათი ფეხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. პოლიტიზირებული სპორტსმენი არც ქვეყნის შიგნით ჭირდება ვინმეს და არც გარეთ. მშობლებს უნიჭიერესი ბავშვები სპორტის სექციაზე ვერ მიყავთ უფულობის გამო და წარმოუდგენლად დიდი თანხები იხარჯება ამ მოძალადეებზე. ეს ეპოქა, ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.
ის, რაც ჩაიდინა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სპორტულ დარბაზში, პრესის და უცხოელი სტუმრების თვალწინ გალახა და ის 5 ათას ალარიანი ჯარიმით გამოუშვეს და თანამდებობაზე დატოვეს.
უნდა მივაღწიოთ რომ გაიყოს სპორტი და პოლიტიკა, პოლიტიკა და ბიზნესი, ხელოვნება და პოლიტიკა და ყველამ თავისი საქმე გააკეთოს.“_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |