ახალი ამბები
„გავიდეთ ქუჩაში და დავამთავროთ რეჟიმი, სანამ ის დაამთავრებს საქართველოს“- შალვა ნათელაშვილი
ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას აპირებს. ამის შესახებ განცხადებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ავრცელებს. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის არასწორი ნაბიჯი იქნება.

შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" სახელით ჰააგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნაზე საუბრობს, რათა მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ჰქონდეს.
"ლეიბრისტული პარტიის" ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს ქუჩაში გასვლისკენ და ბიძინა ივანიშვილის ქმედებების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნას, რათა რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის, გენოციდის და ბორდერიზაციის კონტექსტში დაიწყოს წინასწარი გამოძიება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რომელიც კრემლის თანამონაწილე და თანაშემწეა ამ ტრაგედიაში. მე მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციურს; მეგობრებო, ახლა არ არის კაბინეტებში, საკონფერენციო დარბაზებში ჯდომისა და რაღაც ხელმოწერების შეგროვების დრო. გავიდეთ ქუჩაში და დავამთავროთ რეჟიმი, სანამ ის დაამთავრებს საქართველოს და ჩვენც მასთან ერთად,“- განცხადა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |