ახალი ამბები
"დატკბით დუშეთ-თიანეთ-ყაზბეგის ამომრჩევლებო თქვენი ღირსეული რჩეული დეპუტატით.. "- შალვა ნათელაშვილი
"დატკბით დუშეთ-თიანეთ-ყაზბეგის ამომრჩევლებო თქვენი ღირსეული რჩეული დეპუტატით. ორი ვადით ვიყავი მაჟორიტარი თქვენი, როცა ქვეყანა ნაწილდებოდა, ერთი სანტიმეტრი მიწა,ბიზნესი, სარგებელი არ მიმიღია, სარეფორმო მიწის ნაკვეთიც კი არ ავიღე და მეზობელ გამრჯე გლეხს,ზაქარიას დავუთმე. ასეთი მკრეხელური აზრიც კი რამე მიმეთვისებინა არ მომსვლია, სამაგიეროდ ერთადერთი რეგიონი ხართ სადაც გვარდია და მხედრიონი სხვა შეიარაღებული ფორმირებები არ შემოვუშვი და საერთოდ გავყარე რის გამოც, პირველად ვამბობ, მე და ჯაბა იოსელიანმა კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი (უფრო სწორად ბეწვზე გადავრჩი რომ არ მომკლეს) ასევე კინწისკვრით გავაძევე ე.წ თურქი განმანათლებლები რომელთაც მაშინდელი გუბერნატორი მთელ ბაზალეთის ტბას ჩუქნიდა ისლამური უნივერსიტეტის ასაშენებლად. სანაცვლოდ დიდად დამიფასეთ, ყველა ავანტიურისტს გაეკიდეთ და ამჯერად ქუცნაშვილით დააგვირგვინეთ. არ მინდა ვიფიქრო,რომ ამ შემთხვევაშიც დეპუტატი ამომრჩევლის სახეა. რა ვიცი,რა ვიცი.." - შალვა ნათელაშვილი



ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა შარშან 1 მილიონის უძრავი ქონება იყიდა


ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს, უძრავ ქონებაში 1 მილიონი ლარი დააბანდა. გასულ წელს კანონმდებელმა და მისი ოჯახის წევრებმა 382 000 დოლარის ღირებულების ქონება შეიძინეს – რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.

პარლამენტის წევრის ბოლო დეკლარაციის თანახმად, მის ოჯახში, მის გარდა, 5 წევრია მშობლები, მეუღლე და 2 შვილი.

ოჯახის მფლობელობაშია სხვადასხვა წლებში შეძენილი 9 მიწის ნაკვეთი, მათი ნაწილი თანამფლობელობაშია, ნაწილი ფაქტობრივ მფლობელობაში, ასევე თანამფლობელობაშია 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის გარდა ოჯახი კიდევ 2 ფართს, ასევე 1 ბინა და 2 საცხოვრებელი სახლს ფლობს.

პარლამენტის წევრის წლიური სახელფასო შემოსავალი 56 835 ლარია. მისი მამის (“ჯეო ინჟინერინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გაზის და ნავთობისს კორპორაციის საბჭოს წევრი) – 82 818 ლარი, ასევე შპს “ჯეოინჟინერინგიდან” მიღებული 106 184 ლარი. მისი მეუღლის შემოსავალი 109 140 ლარია,რომელიც „ნიტა ფროქიურმენტ გრუპში“ (დირექტორი), „მთის ფარმასა“ (დირექტორი) და “ქ ენდ ქ”კონსალტინგში (მარკეტინგის მენეჯერი) გამოიმუშავა.
| ბეჭდვა |