ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: გუშინდელი დღე ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ევროპული სირცხვილი
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას და აღნიშნულ შეხვედრამდე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „გუშინდელი დღე ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ევროპული სირცხვილი. ვერც მასში მონაწილე პარტიებმა და ვერც ქვეყანამ ვერანაირი სიკეთე ვერ წამოიღო ბელგიიდან.

გარედან მაყურებელი დაასკვნიდა, რომ ჩვენ უძველესი ცივილიზაცია კი არა ვართ, არამედ სულ ახლახანს ჩამოვედით ხიდან. თეოლოგიური წრეები იფიქრებდნენ, რომ ჩვენ ქრისტიანები კი არა კერპთაყვანისმცემელნი ვართ, ვიგონებთ მიწიერ ღმერთებს, მერე ვამსხვრევთ, შემდგომ ისევ სულს ვუდგავთ ან ნამსხვრევების კიდევ უფრო დაქუცმაცებით ვიკმაყოფილებთ "ბიბლიურ' მისიას. .... და რაც არანაკლებ საყურადღებოა - ევროპული ამ პიარ-მარაზმის პროდიუსერი გახლავთ 9 აპრილის ჯალათი, რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი ადგილობრივი რეზიდენტი, ივანიშვილის იდეოლოგიური საჭურისი - ნუგზარ ფოფხაძე, რომელმაც ამჯერადაც რამდენიმე მილიონს გამოკრა ხელი", წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: http://guardian.ge
| ბეჭდვა |