ახალი ამბები
სასამართლო რეფორმა - ხალხის მიერ არჩეული მოსამართლეები..

ლეიბორისტები საზოგადოებას სასამართლო სისტემის მსოფლიო წარმატებულ გამოცდილებაზე დამყარებულ მოდელს სთავაზობენ, რაც მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობას გულისხმობს. ,,ერთადერთი გზა, რომელიც მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს, მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობაა.

ეს არის გზა, რომელიც გაიარეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუ მერკანტინულ გაერთაინებებთან.“_ განაცხადა ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი:
_,,მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც სასამართლოც კი გადაქცეულია ოლიგარქის პირად აბაზანად, სადაც იქმნება უსამართლობა.
და ამ ფონზე, საოცარია, რომ სასამართლო ხელისუფლების გარდაქმნისთვის არავინ გვთავაზობს რევოლუციურ, რადიკალურ ცვლილებებს. ყველა იცავს თავის მოდელს, რაც ავტომატურად ითვალისწინებს მოსამართლის პასუხისმგებლობას მასთან, ვინც მას ამ თანამდებობაზე წარადგენს და დანიშნავს.
ერთადერთი გზა, რომელიც მოგვაპოვებინებს დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოს, მოსამართლეების ხალხის მიერ არჩევითობაა. ეს არის გზა, რომელიც გაიარეს დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა სახელმწიფოებმა და რომელი გზითაც მოსამართლე გრძნობს პასუხისმგებლობას კანონთან, სამართალთან, ხალხთან და არა თავის დამნიშნავ ოლიგარქთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუ მერკანტინულ გაერთაინებებთან.
რა მნიშვნელობა აქვს, წარმოდგენილები იქნებიან, თუ არა სიაში მურუსიძეები, ჩინჩალაძეები და მიქაუტაძეები? სხვა გვარით იქნება კოლექტიური მურუსიძე და ის სხვა შეასრულებს იგივე ჯგუფის დავალებას.
თუ არ მოხდა სასამართლოს რევოლუციური განახლება, თუ არ შეიცვალა მისი წარმოშობის წყარო, რა მნიშვნელობა აქვს სათავეში იქნება შევარდნაძე, ,,მხედრიონი“, ნაცმოძრაობა, ივანიშვილი, თუ სხვა პოლიტიკური ძალა? მათგან წარმოდგენილი ყველა სუბიექტი, მოსამართლის სახელწოდებით, პასუხისმგებლობას იგრძნობს არა ხალხისა და სამართლის წინაშე, არამედ ვინც მოსამართლის მაღალ სკამზე წარადგინა, მის წინაშე. ეს გზა იქნება ის, რითაც სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში ჯიბის მოსამართლეების ეპოქა, სატელეფონო სამართლის ბობოქრობა და ხალხი შეიძენს მისი უფლებების დამცველ რეალურ ძალას.
გადავხედოთ საერთაშორისო პრაქტიკას. აშშ-ში ადგილობრივ მოსამართლეების, როგოც წესი ხალხი ირჩევს, ტეხასისი შტატში, ხალხი ირჩევს უმაღლეს მოსამართლეებსაც.
შვეიცარიაში 10 კანტონში ადგილობრივ მოსამართლეებს ირჩევს ხალხი, ხოლო ექვსში _ უმაღლეს მოსამართლეებსაც; იაპონიაში უმაღლესი სასამართლოს 15 წევრს მართალია, მთავრობა წარადგენს, მაგრამ მათ დასამტკიცებლად ეროვნული-სახალხო რეფერენდუმია საჭირო. ამავე ქვეყანაში მუდმივად დანიშნული მოსამართლეები ათ წელიწადში ერთხელ გადიან სახალზო რეფერენდუმზე, რაღა მუშაობის გაგრძელებაზე მიიღონ ხალხის ნებართვა.
სასამართლო, კაცობრიობამ იცის ასეთი და არა ისეთი, როგორიც ამ ბოროტმა ხისთავიანებმა შექმნეს.



 

| ბეჭდვა |