ახალი ამბები
,,კაცობრიობა ელექტრო ავტობუსებზე გადავიდა და ესენი ისევ მოსიარულე ბომბებს გვასაღებენ”
,,მაშინ, როდესაც მერსედესი თუ სხვა უმაღლესი კლასის მსოფლიო საავტომობილო ჰოლდინგები აწარმოებენ საოცარი კომფორტი-უსაფრთხოების ავტობუსებს, ამათ ევროკავშირში ყველაზე ჩამორჩენილი პოლონური ავტო-მრეწველობის ხლამი პროდუქცია შემოჰყავთ, რაღა თქმა უნდა, მილიონიანი ე.წ. ატკატებისა და საკუთარი ჯიბეების გასავსებად კვლავ. აგერ ნახეთ, კაცობრიობა ელექტრო ავტობუსებზე გადავიდა და ესენი ისევ მოსიარულე ბომბებს—გაზის ძრავიანებს გვასაღებენ აქ. https://www.autocentre.ua


” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება.

კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან, ნაწილი უკვე დამზადებულია, რომლის ფერზე გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.
| ბეჭდვა |