ახალი ამბები
,ჩამოსახლებული ირანელები მოითხოვენ ავტონომიას! _ დაწესდეს სავიზი რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის”
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, საქართველო ირანს ეკუთვნოდა და ის ირანმა 205 წლის წინ დაკარგა, შალვა ნათელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის დაბარებას და საპროტესტო ნოტის გადაცემას მოითხოვს. მისივე თქმით, ირანთან სასწრაფოდ უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

შალვა ნათელაშვილი:

_ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა ფაქტიურად, სეპარატისტული პრეტენზიები წამოაყენა საქართველოს მიმართ, როდესაც ისლამური რევოლუციის საიუბილეო სხდომაზე განაცხადა, რომ ამიერკავკასია, შესაბამისად საქართველო, ეკუთვნოდა ირანს და 205 წლის წინ ეს ტერიტორია დაკარგეს. ამ ფონზე დანაშაულებრივად დუმს საქართველოს ხელისუფლება.

მოვითხოვთ: გამოძახებული იქნეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცეს საპროტესტო ნოტა. ასევე, დაუყონებლივ დაწესდეს სავიზი რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უპრობლემოდ და უკონტროლოდ იკავებენ საქარველოს სხვადასხვა ტერიტორიას, უკვე ბევრი წელია. ალბათ ყველა დავწმუნდით რა იზიდავს ირანელებს აქ და რა ნოსტალგიები აწუხებთ. სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოს ანექსირების, ეკონომიკური კოლონიალიზმის და ყოველმხრივ შევიწროების პროცესს თურქებთან და რუსებთან ერთად ირანი შეუერთდა. თითქოს არ იყო საკმარისი რუსეთი, რომ ყოვედღე გვიღობავს ტერიტორიას და აგრძელებს ოკუპაციას. თითქოს არ იყო საკმარისი, რომ თურქების ეკონომიკურ ვილაიეთად გადავიქეცით ამ ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით. ახლა ირანსაც გაუჩნდა პრეტენზიები. მინდა ვუთხრა ჩემს ძველ მეგობარს, ჰასან როუჰანს! ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ, ქართველებს, კარგად გვახსოვს ირანელთა გამანადგურებელი თავდასხმები, არ დაგვიწყებია მარაბდა, მარტოფი, კრწანისი, ბახტრიონი და აყრილი და ფერეიდანში გადასახლებული ჩვენი თვისტომი. არ დაგვიწყვნია აღა-მაჰმად-ხანის ვერაგული შემოჭრა თბილისში, ერეკლე მეფე და სამასი არაგველი, რის შემდეგაც ქართული პოლიტიკური ელიტა იძულებული გახდა, რუსეთისკენ წასულიყო, რამაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაგვაკრგვინა.

ირანი ვალშია საქართველოს მიმართ იმ სისხლისთვის, იმ მილიონობით დაღუპული ჩვენი წინაპრებისთვის, რომლებიც მათთან ბრძოლას შეეწირნენ და ამ ყველაფერისთვის ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ბოდიშს მაინც უნდა იხდიდეს და არცერთ შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ამიერკავაკასია და განსაკუთრებით საქართველო, არასოდეს ყოფილა ირანელი ეთნოსის ტერიტორია და განსახლების ადგილი. თუ აინტერესებს ბატონ როუჰანს, მივასწავლი, სად ცხოვრობენ ირანული ტომები – სკვითები და სარმატები. ეს გახლავთ იმ რუსეთის ტერიტორიის დონის დაბლობები, რომელი რუსეთის პრეზიდენტთანაც გუშინ, ბატონ როუჰანს ერდოღანთან ერთად, სოჭში, დიდი ხვევნა-კოცნა ჰქონდა.

ასევე, შემიძლია ვუთხრა, წარმოშობით ქართველ ერდოღანს, რომ ბათუმი თურქეთი არასოდეს ყოფილა. ბათუმიც, ტაო-კარჯეთიც, ტრაპიზონიც, ლაზისტანიც, ჭანეთიც, შავშეთიც, ართვინიც უძველეესი საქართველოა და ეს არის სივრცე, სადაც დაიწყო უძველესი ქართული ცივილიზაცია და სადაც ათი საუკუნის უკან შემოიჭრნენ შუააზიელი თურქული ტომები. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ბოლო წლებში ირანსა და ცხინვალს შორის დაისახა თანამშრომლობის გარკვეული პარამეტრები, როცა ირანელი ინვესტორები ჩავიდნენ ცხინვალში, ჩაატარეს კონფერენცია ე.წ. ,,იუჟნაია ოსეტიას“ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ ვეუბნები ირანს და მთელ მსოფლიოს, რომ არავითაარი ,,იუჟნაია ოსეტია“ არ არსებობს; არსებობს ირანული ეროვნული ტომი ოსები, რომელიც შევიფარეთ, ვიძმეთ და რომლის ნაწილმაც დაშნა ჩაგვცა. სწორედ ამიტომაა საშიში ირანული ემიგრაცია საქართველოში. გავა 20-50 წელი და ეს ჩამოსახლებული ირანელები მოითხოვენ ავტონომიას და მერე დამოუკიდებლობას, რაც მათმა სისხლმა და ხორცმა გააკეთა. ასევე ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ ირანის ელჩის განცხადებას რუსეთში იმის თაობაზე, რომ ირანელები და ოსები ახლობელი ხალხია და უნდა იმეგობრონ. იმეგობრეთ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე! არა საქართველოს ტერიტორიის, ჩვენი სისხლის და ჩვენი მომავლის ხარჯზე! ვიმეორებ! საქართველო არასოდეს ყოფილა ირანული სივრცის ნაწილი! ირანი საქართველოში იყო დამპყრობელი, აგრესორი და ამაზე თუ ჩუმად ვართ და ყოველდღე არ ვახსენებთ, იმას არ ნიშნავს, რომ აქეთ პრეტენზიები წამოგვიყენონ!
| ბეჭდვა |