ახალი ამბები
"არც ისე გულუბრიყვილონი ვართ, რომ დამოუკიდებელი არწახის ანუ მთიანო ყარაბახის სუვერენობა დავიჯეროთ.." - შალვა ნათელაშვილი
რა თქმა უნდა არც ისე გულუბრიყვილონი ვართ, რომ დამოუკიდებელი არწახის ანუ მთიანო ყარაბახის სუვერენობა დავიჯეროთ და ვერ მივხვდეთ სომხეთის მთავრობა-- კრემლის მორიგ ერთობლივ ავანტიურას, რომლის მიზანია გვაიძულონ გზა გაეხსნას სომხურ ტვირთებს ცხინვალისა თუ აფხაზეთის გავლით, ეს კი სეპარატისტ-ოკუპანტთა ოფიციალურად აღიარების ტოლფასი იქნება. (სხვისი რა გაგვიკვირდეს და იგივეს ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატში) სომეხ მეგობრებს ერევნში კი მივმართავ-------------- 1. არ უნდა მოჭრათ ტოტი რომელზეც ზიხართ ანუ ყოველ წელს არ უნდა აძლევდეთ გაეროს გენასამბლეაზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ხმას, მათ შორის აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების წინააღმდეგაც, 2. რატომ აქამდე არ დასაჯეთ სომეხთა საქველმოქმედო ორგანიზაცია კრუნკის აფხაზური სექტის ხელმძღვანელები ტოპოლიანი და ცატურიანი რომლებმაც პირდაპირ ვთქვათ დაიწყეს 80-იანი წლების ბოლოს აფსუური სეპარატიზმის ორგანიზებული ტალღა და იდეოლოგიურად მოამზადეს ომის დაწყება 2.ერთი მკვლელი მაინც თუ გაასამართლეთ ცნობილი ბაგრამიანის ბატალიონიდან რომლებმაც ქართველთა სისხლში იბანავეს ჩვენი გენოციდის დროს და რომლებიც ახლაც მანდ სხედან ერევანში.ამ ხაჩკარს ანუ ქვის ჯვარს მაინც ეცით პატივი რომელიც ჯერ აქ თბილისში ჩამოგვიტანეთ 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად და ახლა ცხინვალში გაგიქანებიათ, ალბათ ისიც დაგავიწყდათ, რომ 9-აპრილის გმირები ბევრწილად სწორედ ოსურ-აფსოურ სეპატარიზმსაც ემსხვერპლნენ.


მინოსტრი ყარაბაღიდან ცხინვალს სტუმრობს
| ბეჭდვა |