ახალი ამბები
დღეს „ლიბერთი ბანკთან“ „მაუდის წვრილმა აქციონერებმა“ ლაშა ჩხარტიშვილისა და „ლეიბორისტული პარტიის“ სხვა წარმომადგენელთა მხარდამჭერით აქცია გამართეს !
დღეს „ლიბერთი ბანკთან“ „მაუდის წვრილმა აქციონერებმა“ ლაშა ჩხარტიშვილისა და „ლეიბორისტული პარტიის“ სხვა წარმომადგენელთა მხარდამჭერით აქცია გამართეს !
დღეს, 20 თებერვალს, „ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან ს.ს. „მაუდის“ წვრილ აქციოერთა კავშირის“ წარმომადგენელებმა, ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით აქცია გამართეს. მათ „ლიბერთი ბანკის“ მეპატრონის, ირაკლი რუხაძისაგან, რომელიც მაუდის ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, ყოფილი თანამშრომლებისათვის მიცემული პირობის შესრულება და მათთვის კუთვნილი აქციების დივიდენდების სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს.
ამასთანავე, მათი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსგან მათი უფლებების დაცვა და აღნიშნულ დავაში მედიატორის ფუნქციის შესრულებასაც ეხებოდა. საამისოდ მათ მინისტრს ვადა 12 მარტამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი აქციის გამართვა უკვე მის უწყებასთან დაანონსეს !
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ის, როგორც უფლებადამცველი, უკვე თითქმის 10 წელია „მაუდის“ წვრილ აქციონერებთან და ყოფილ თანამშრომლებთან ერთად იბრძვის მათი ინტერესების დასაცავად და ბოლომდე მათ გვერდით იქნება. მისი თქმით, იგი არ მისცემს ბიძინა ივანიშვილის პირად მოლარედ ცნობილ ირაკლი რუხაძეს „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლების ძარცვის უფლებას და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით იბრძოლებს მათი სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ამავე აქციის მონწილემ, „მაუდი“ წვრილ აქციონერთა კავშირის ხელმძღვანელმა ირმა ვაჭარაძემ კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ირაკლი რუხაძეს „მაუდის“ თანამშრომლებისათვის მიცემული პირობის შესრულებისაკენ, ხოლო ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსაგან ამ პროცესში დაუყონებლივი ჩართვა მოითხოვა.

| ბეჭდვა |