ახალი ამბები
დღეს, ლეიბორისტებს ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფებზე სასამართლო გვქონდა..
დღეს, ლეიბორისტებს ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფებზე სასამართლო გვქონდა.
სემეკის წარმოამდგენელმა საათნახევარი ილაპარაკა რატომ გაძვირდა ტარიფი და მაინც ვერ დაასრულა. ჩვენ ჰო პრაქტიკულად ვერაფერი გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ თვითონაც არ იცოდა. ყურადღებით მოსმენის, ბევრი ფიქრის, დავის ( რასაც გიორგი გუგავას სხდომიდან გაძევება მოჰყვა) შემდეგ გავარკვიეთ ის, რომ ვერაფერი გავარკვიეთ. მთავარი არგუმენტი, რომ მოიმატა ელექტროენერგიის მომხმარებელმა. ის მომხმარებელი, რომ ჩვეულებრივ იხდის გადასახადს, ეგ არ ითვლება. რეალურად მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ბოტკოინების ქარხანაა, რომლის ამუშავების შემდეგ ბევრად გაიზარდა დენის მოხმარება და რომელიც სოცილაურად დაუცველ ოჯახზე ბევრად ნაკლებს იხდის დენში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ უთქვავთ.
კომპანია სემეკს განაცხადს რომ წარუდგენს, აუდიტის დასკვნით, ესა და ეს დავხარჯეთ და კიდევ ესაა გასაკეთებელი და ამდენი და ამდენი გვჭირდება, ამიტომ ტარიფი უნდა მოუმატოთო, აი იმას, არავინ ამოწმებს თურმე_ მართლა დახარჯეს, ან უნდა დახარჯონ თუ არა.
ეს კიდევ არაფერი. ტარიფში ასახულია მომავალში განსახორციელებლი ინვესტიციები. ( თუ არ განახორციელებენ, ტარიფს მერე დავუკლებთო, გვეღადავნენ). ნახეთ ხალხო ჩვენს ტარიფში რა ხარჯებია ჩადებული.
რა ეკოლოგიური მდგომარეობის განვითარება, რა სახელმწიფო ვალდებულებები?!. სემეკის სპეციალისტის ნათქვამიან გაირკვა, რომ ყველა მუხლზე პრაქტიკულად არის ერთი და იგივე თანხა გაწერილი_ ქსელების რეაბილიტაცია. როგორც ჩვენმა ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ მოსამართლეს უთხრა, სხვადასხვა ლამაზი სახელწოდებებით შემოსილი ერთი და იგივე შინაარსის მუხლები ჩვენს ასაფქცვნელად და ენერგომამების გასამდიდრებლადაა შექმნილი. ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურს რომ მომხმარებელი იხდის, ეს არახალია, მაგრამ ამათაც აქვს ჩადებული ინვესტიციაში ( რატომ-ვერ გავიგეთ).
მოკლედ, ჯერ-ჯერობით რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, ელექტროენერგიაზე უსაშველოდ დიდი ტარიფი არის კორუფციით გაბერილი ციფრი.
მომავალი პროცესი ერთი თვის შემდეგაა.


ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების
მშენებლობას აპროტესტებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის
განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება,
რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმენის.
25.03.2019
ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმენის.

„ქრონიკა+“-ის კითხვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა
ნათელაშვილი პასუხობს:


_ ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს,
კერძოდ კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ
კრიზისს?


_ ქართული პოლიტიკისთვის რამე ახალი არ მომხდარა. ისევე იშლება და
ლპება „ქართული ოცნება“, როგორც გამოლპა შევარდნაძის „მოქალაქეთა
კავშირი“, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ და
ზუსტად იგივეს იმეორებს „ქართული ოცნება“, ოღონდ უფრო მაღალი
რაკურსით; თუნდაც „მრგვალი მაგიდა“. თუ ამ ჩამოთვლილ
სუბიექტებში
25.03.2019
„ქრონიკა+“-ის კითხვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პასუხობს:
_ ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს?
_ ქართული პოლიტიკისთვის რამე ახალი არ მომხდარა. ისევე იშლება და ლპება „ქართული ოცნება“, როგორც გამოლპა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ და ზუსტად იგივეს იმეორებს „ქართული ოცნება“, ოღონდ უფრო მაღალი რაკურსით; თუნდაც „მრგვალი მაგიდა“. თუ ამ ჩამოთვლილ სუბიექტებში
ლეიბორისტული პარტიის კახეთი ზონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი
კახეთში სასმელი წყლის დაბინძურებაზე..
25.03.2019
ლეიბორისტული პარტიის კახეთი ზონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი კახეთში სასმელი წყლის დაბინძურებაზე..
ახალგაზრდა ლეიბორისტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მომხრეები
არიან

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: გიორგი
გზირიშვილი და ზაზა კორთხონჯია ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე“ გადაცემა ,,პირველ აუდიტორია’’_ ში
25.03.2019
ახალგაზრდა ლეიბორისტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მომხრეები არიან

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: გიორგი გზირიშვილი და ზაზა კორთხონჯია ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე“ გადაცემა ,,პირველ აუდიტორია’’_ ში
ვიდეოები