ახალი ამბები
საქალაქო სასამართლოში ელექტოენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის მიერ შეტანილ სარჩელზე მორიგი პროცესი გაიმართა
დღეს, საქალაქო სასამართლოში ელექტოენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის მიერ შეტანილ სარჩელზე მორიგი პროცესი გაიმართა. პროცესზე დაიკითხა მოპასუხე მხარის ექსპერტი, რომელიც ჯიუტად ცდილობდა მძარცველური ტარიფის გაძვირების გამართლებას. სხდომა მიმდინარეობდა ხმაურისა და კამათის ფონზე, რის გამოც მოსამართლემ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურ მდივანს გიორგი გუგავას პროცესი
დაატოვებინა.
მომდევნო სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 მარტს, სადაც უკანონოდ გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი ექსპერტი დაიკითხება.
| ბეჭდვა |