ახალი ამბები
რეჟიმი მოქმედების სხვა გზებს არ გვიტოვებს!
როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიგარქმა ივანიშვილმა ჩამოშალა ქართული სახელმწიფო. საყოველთაო სიღატაკისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა ჩაიხრჩო მოპარულ მილიარდებში, სამარცხვინოდ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა, გარდაიცვალა სასამართლო ხელისუფლება, მიმდინარეობს დარჩენილი ეროვნული სიმდიდრის დატაცება აღვირაახსნილი ტემპებით!
მივმართავ რეჟიმის მეთაურს ჩატარდეს სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაჟორიტარების გარეშე! წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვამზადოთ ქვეყანა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, რეჟიმი მოქმედების სხვა გზას არ გვიტოვებს.
| ბეჭდვა |