ახალი ამბები
,,აფხაზეთის ომის მთავარ დამფინანსებელს ივანიშვილმა ბათუმში სამი სასტუმრო გაახსნევინა“
,,აფხაზეთის ომის მთავარ დამფინანსებელს ივანიშვილმა ბათუმში სამი სასტუმრო გაახსნევინა“

არძინბას კონსულტანტს, აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელს, პუტინის პარტიის ,,ედინაია რასიას“ ერთ-ერთი ლიდერს, რუსეთის პარლამენტის დეპუტატ ოთარ იონას ძე არშბას, ბათუმში სამი ელიტარულ სასატუმრო უბოძეს.“ ,,არშბას ეს ფული ნაშოვნი აქვს ქართველთა სისხლით, იმ უბედურებაში, რაც გავიარეთ და რასაც გავდივართ. მისი მიცემული ფულით იყო ნაყიდი ის ტყვიები, რომლითაც დაიხოცა ათი ათასობით ქართველი, ის აფინანსებდა იმ ,,ბოევიკებს“, რომლებმაც გაგრაში სტადიონზე, ქართველთა თავებით, ფეხბურთი ითამაშეს; არშბას ნაყიდი იყო ჯიული შარტავასა და ოთარ გაბესკირიასთვი ნასროლი ტყვიები. და ეს კაცი გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომლის სასტუმროს გახსნას ბათუმში ესწრებოდა მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი.“

,,კატეგორიულად მოვითხოვთ დაიყონებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოთარ არშბას წინააღმდეგ და დაყადაღებული იქნას მისი საბანკო ანგარიშები საქართველოსა და უცხოეთში“.

,,საქართველოს მტრების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და თავზე _ ზეცა! ჩვენ დავაყენებთ ისეთ მდგომარეობას, როცა საქართველოზე აწეული ხელი ისე დაისჯება, რომ სხვა ვეღარავინ გაბედავს!“
| ბეჭდვა |