ახალი ამბები
,,არძინბას კონსულტანტს, რუსეთის პარლამენტის დეპუტატ ოთარ არშბას, ბათუმში სამი ელიტარულ სასატუმრო უბოძეს”
დაუჯერებელი ამბავი ამცნოს საზოგადოებას, სპეციალურ ბრიფინგზე, შალვა ნათელაშვილმა _ აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელი ოთარ არშბა ბათუმში სამ სასტუმროს ფლობს, რომლის გახსნის უფლება და საშუალება მას ბიძინა ივანიშვილმა მისცა და მის ერთ-ერთი სასტუმროს გახსნას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
შალვა ნათელაშვილი:

,,ოლიგარქმა ივანიშვილმა არ იკმარა ის, რომ გადაჭამა მთელი საქართველო და დაიწყო საქართველოს დამშლელების და მტრების მოწვევა უცხოეთიდან და მათთვის მილიონიანი ბიზნესების გადაცემა. არძინბას კონსულტანტს ( საბჭოთა კავშირის დროს მიმაგრებული), აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელს, პუტინის პარტიის ,,ედინაია რასიას“ ერთ-ერთი ლიდერს, რუსეთის პარლამენტის დეპუტატ ოთარ იონას ძე არშბას, ბათუმში სამი ელიტარულ სასატუმრო უბოძეს. და ეს ფული არშბას ნაშოვნი აქვს ქართველთა სისხლით, იმ უბედურებაში, რაც გავიარეთ და რასაც გავდივართ. მისი მიცემული ფულით იყო ნაყიდი ის ტყვიები, რომლითაც დაიხოცა ათი ათასობით ქართველი, ის აფინანსებდა იმ ,,ბოევიკებს“, რომლებმაც გაგრაში სტადიონზე, ქართველთა თავებით, ფეხბურთი ითამაშეს; არშბას ნაყიდი იყო ჯიული შარტავასა და ოთარ გაბესკირიასთვი ნასროლი ტყვიები. და ეს კაცი გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომლის სასტუმროს გახსნას ბათუმში ესწრებოდა მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი. კატეგორიულად მოვითხოვთ დაიყონებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოთარ არშბას წინააღმდეგ და დაყადაღებული იქნას მისი საბანკო ანგარიშები საქართველოსა და უცხოეთში. საქართველოს მტრების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და თავზე _ ზეცა! ჩვენ დავაყენებთ ისეთ მდგომარეობას, როცა საქართველოზე აწეული ხელი ისე დაისჯება, რომ სხვა ვეღარავინ გაბედავს! სად არის სხვა ქვეყანა, სადაც თავის მტრებს, ქვეყნის დამშლელებს ბიზნესს ახსნევინებენ და თავზე ევლებიან?! დღეს კიდევ ერთელ ვიხსენებთ ჩვენს მტრებს, ვისაც პასუხი არ უგია ქართველთა ხოცვა-ჟლეტაზე, ჩვენს გენოციდზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ქართული სოფლების დანგრევაზე, ქართველთა საფლავების და ტაძრების წაბილწვაზე იმ ე.წ. პოლიტიკურ ლიდერებს და ხელმძღვანელებს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ომს ხელმძღვანელობდა. არავის უგია პასუხი, არავისზე ძებნა არ გამოცხადებულა, არავის ქონება არ ჩამორთმევია და კიდევ გვიკვირს, რომ ვიშლებით და ვპატარავდებით! აბა რა იქნება, როცა როცა მკვლელებსაც კი ბიზნეს ახსნევინებ მთავარ საპორტო ქლაქში. ეს ხომ მაგალითია სხვებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ იგივე ჩაიდინონ?! ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ყველა მტრის გამოსააშკარავებლად!



წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86