ახალი ამბები
ბიზნესმენები, მათივე შექმნილი რეჟიმის მსვერპლნი გახდნენ..
წლების განმავლობაში, პერმანენტულად ვთხოვდით ქართველი ბიზნესმენებს, მცირედით მაინც ეზრუნათ ოპოზიციური პარტიების გაძლიერებაზე და ვაფრთხილებდით, რომ სხვა შემთხვევაში თავად გახდებოდნენ მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი, რაც ბატონ ხაზარაძეს და ოქუაშვილს (სხვებსაც) დაუკვე აუხდათ. ქართველ ბიზნესმენებს ლეიბორისტული პარტიის თუნდაც საარჩევნო კამპანიის დაფინენსებისთვის, არათუ როდისმე არ გაუღიათ ერთი თეთრიც კი, ბანკებისგან სესხის მიღებაზეც ყოველთვის უარს ვიღებთ.
წარმოგიდგენთ 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიწერილ წერილს ბიზნერსკორპორციებისთვის _ მცირედით მაინც დაეფინანსებინათ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია. 

ბატონო.....
მოგმართავთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგენილი წესით გაიღოთ შემოწირულობა, ჩემი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო დაფინანსებისთვის. რა თქმა უნდა ძალიან ნაკლები შანსია იმისა, რომ თქვენში გაიღვიძოს ადამიანმა და მოქალაქემ, რადგან თქვენ აფინანსებთ მხოლოდ ხელისუფლებას ღიად თუ საჯაროდ და იქამდე აძლიერებთ, რომ მერე თქვენ ხდებით ან გახდებით თქვენივე შექმნილი პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი. მეცოდებით და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, რადგან ხართ ერთი რუსი ოლიგარქის, ნარკობარონ ივანიშვილის მონა, მერე იქნებით შემდგომი ხელისუფლების მონა და სოფელიც აგიშენდებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვთხოვ მონიტორინგი გაუწიოს ამ მოთხოვნის შესრულებას და ასევე, ვეკითხები ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს ასეთ ბიზნესს-კორპორაციებს რატომ ეწევა შეღავათები და პრეფერენსიები?1 უფრო მეტიც, რატომაა ბევრი მათგანი გაერთიანებული ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გთხოვთ პასუხი გვაცნობოთ ორი დღის ვადაში.
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე
| ბეჭდვა |