ახალი ამბები
,,ამ ბანდას გამოასწორებს ერთადერთი რამ – პოლიტიკიდან ჯოხით გაყრა და გარეკვა”

მმართველ ოლიგარქიაში გაჩაღებულ შიდა ომთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება -“მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არც ეყოლება. სწორედ მათ მოსპეს საარსებო სივრცე ჩვენი ხალხისათვის, მიითვისეს ჩვენი ანაბრები, გაანადგურეს სამუშაო ადგილები, დაგვიწესეს მათხოვრული პენსიები, არაადამიანურად დაგვიძვირეს განათლება, ჯანდაცვა,

სუქი, გაზი, პური, წამალი…მოსრეს საშუალო და წვრილი ბიზნესი, მიტაცებული მილიარდები გაიტანეს უცხოეთში და დააბანდეს ოფშორულ ზონებში. დღეს მათ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი შექმნან გადარჩენის ფონდი, დაიწყონ წაღებული სიმდიდრის და ქონების უკან დაბრუნება, უარი თქვან პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და დაბრუნდნენ ეკონომიკაში. ყველა სხვა შემთხვევაში, მაფიაში ატეხილი შიდა ომი მთავრდება ერთ-ერთი მაფიოზური ჯგუფის გამარჯვებით. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ! ჩვენ ეს უკვე აღარ უნდა დავუშვათ.! ეს არის ბანდა და ამ ბანდას გამოასწორებს ერთადერთი რამ – პოლიტიკიდან ჯოხით მათი გაყრა და გარეკვა! ამ ბანდამ ისტორიის ყველა ეტაპზე თავად გააბა საკუთარი თავი ამ მახეში. თავის დროზე მათ მოიყვანეს შევარდნაძე, მერე სააკაშვილს აფინანსებდნენ, ახლა ივანიშვილს, ბოლოს ხდებიან იმათი მსხვერპლი ვისაც აძლიერებენ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საარჩევნოდ ხაზარაძესა თუ სხვა ბანკების ხელმძღვანელებს და კუთვნილი, კანონით გათვალისწინებული კრედიტი არ მოგვცეს, რის შედეგადაც მივიღეთ გაყალბებული არჩევნები. ახლა არც ჩვენგან ექნებათ მხარდაჭერა, ივანიშვილი და ეს ბანდა ერთიანად უნდა წავიდეს პოლიტიკურ ჯოჯოხეთში და აგონ პასუხი! ეს არის სამართლიანი ვერდიქტი”!



წყარო: http://euronews.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ჩვენს ცნობილ ამასწინანდელ წერილზე საქართველოს პარლამენტის წევრთა
მიმართ საშუალო სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების ინიციატივასთან
დაკავშირებით მხარდამჭერი პოზიცია წერილობით გვაცნობეს დეპუტატებმა,
ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ბატონებმა - რომან გოცირიძემ და გია
ჟორჟოლიანმა.

უდიდეს მადლობას ვუხდით მათ და ველით სხვა დეპუტატებისგან ანალოგიურ
პასუხებს 26 მაისამდე.
23.05.2019
ჩვენს ცნობილ ამასწინანდელ წერილზე საქართველოს პარლამენტის წევრთა მიმართ საშუალო სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების ინიციატივასთან დაკავშირებით მხარდამჭერი პოზიცია წერილობით გვაცნობეს დეპუტატებმა, ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ბატონებმა - რომან გოცირიძემ და გია ჟორჟოლიანმა.

უდიდეს მადლობას ვუხდით მათ და ველით სხვა დეპუტატებისგან ანალოგიურ პასუხებს 26 მაისამდე.
შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე
ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის.
23.05.2019
შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ვაშინგტონში კონგრესმენებთან შეხვედრების ფარგლებში საარჩევნო პროცესებსა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბარს გეგმავს.
,, წილხვედრობის, თუ წილხვდომობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე სახელმწიფო
რომ გვგონია, ის კანტორა, 900 ათას ლარს დახარჯავს კონცერტებში,
23.05.2019
,, წილხვედრობის, თუ წილხვდომობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე სახელმწიფო რომ გვგონია, ის კანტორა, 900 ათას ლარს დახარჯავს კონცერტებში,
შალვა ნათელაშვილის მორიგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონში
„ლეიბორისტების“ ლიდერი ცოტა ხნის წინ გაფრინდა. ნათელაშვილის თქმით,
დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრებზე
მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს
აპირებს.
23.05.2019
შალვა ნათელაშვილის მორიგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონში „ლეიბორისტების“ ლიდერი ცოტა ხნის წინ გაფრინდა. ნათელაშვილის თქმით, დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრებზე მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს აპირებს.
ვიდეოები