ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: “კალაძეს 1 კვირიან ვადას ვაძლევთ, რათა ორთაჭალელ ტაქსისტებს გააუქმოს უკანონოდ დაწესებული აკრძალვები“
ლაშა ჩხარტიშვილი: “კალაძეს 1 კვირიან ვადას ვაძლევთ, რათა ორთაჭალელ ტაქსისტებს გააუქმოს უკანონოდ დაწესებული აკრძალვები“

დღეს, 9 მარტს, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივმა ტაქწსის მძღოლებმა აქცია გამართეს. მისმა მონაწილეებმა, მერიისაგან მათთვის ტაქსის გაჩერებაზე დაწესებული უკანონო აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს. მათ 1 კვირიანი ვადა მისცეს კახი კალაძეს, აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვავე აქციის ორგანიზება, უკვე მერიის შენობასთან დაანონსეს.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით: „აშკარაა, რომ ორთაჭალის ავტოსადგურის ხელმძღვანელობამ, კორუფციულ გარიბების მეშვეობით, თბილისის მერიას გააუქმებინა ტაქსების ავტოსადგომი, რათა ზემოხსენებულმა პირებმა მეტი შემოსავალი მიიღონ!“ მისივე თქმით, თუკი 1 კვირის ვადაში, კახი კალაძე არ უზრუნველყოფს ათობით ადამიანისათვის საქმიანობის გაგრძელების საშუალების უზრუნველყოფას და უკანონო, კორუფციული აკრძალვების გაუქმებას, ამ შემთხვევაში ისინი მწვავე აქციას, უკვე თბილისის მერიასთან გამართავენ !
ტაქსის მძღოლების განცხადებით, ისინი, ათობით სოციალურად შეჭირვებული ადამიანი, წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ორთაჭალის სადგურის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომით და ამ გზით არჩენდნენ ოჯახებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე, მერიის მიერ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ აიკრძალა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერება. მათი განცხადებით, აღნიშნული ავტოსადგურის ხელმძღვანელობის მოქმედებათ შედეგია, რომლებიც უკვა თვეებია ცდილობენ აიძლონ ისინი, ისარგებლონ ავტოსადგურის ტერიტორიია და აღნიშნულის სანაცვლოდ გადასახადები მათ გადაუახოდონ !
| ბეჭდვა |