ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტია _ ნამდვილი ოპოზიცია საქართველოში
ლეიბორისტული პარტია _ ნამდვილი ოპოზიცია საქართველოში

,,ლეიბორისტული პარტია იყო და არის ერთადერთი ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც არასოდეს არცერთ ხელისუფლებასთან არანაირ გარიგებაში არ შესულა. ამიტომაა, რომ ამდენი ზეწოლის მიუხედავად არა მხოლოდ შემორჩა პოლიტიკურ არენას, არამედ ანგარიშგასაწევი ძალაა ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მთავარია ხალხს, პრობლემების დროს, პირველი, ვინც ჭირის გამზიარებლად და მშველელად ახსენდება, ჩვენ ვართ! ისიც ძალიან მაგარია, რომ სიმართლეა ჩვენი, როგორც პარტიის სამარკო ნიშანი. ცნობილი გამოთქმაც ,,შალვა და ლეიბორისტები მუდამ სიმართლეს ამბობენ, მაგრამ რა," ამის დასტურია.
უამარავი საარჩევნო მარცხის ( დაწერილი ციფრების) მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანში არ შევცდი და ჟურნალისტიკიდან წამოსვლა სანანებელი არ მაქვს.
ლეიბორისტული პარტია-ნამდვილი ოპოზიციური ძალა საქართველოში!“

პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი
| ბეჭდვა |