ახალი ამბები
ერთად გადავარჩინოთ აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - ლეიბორისტული პარტია
აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსგან დაპირების შესრულებას, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს ახალი კორპუსი ახალი ტექნიკური ინვერნტარით უნდა აღჭურვილიყო. მედპერსონალს ეჭვი აქვს, ეს შენგნებულად კეთდება, რათა რომ 2019 წლის მაისში, როცა ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება, საავადმყოფოს გაუუქმონ სახელმწიფო დაფინანსება და საავადმყოფოს რომელიმე სადაზღვევო კომპანია ,,ავერსი“ ან ,,ევექსი“ ჩაიგდებს ხელში.მედპერსონალი მოითხოვს, სასაწრაფოდ გამონახოს ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს აღჭურვილობისთვის საჭირო თანხა.
აქციას ლეიბორისტებიც შეუერთდნენ. ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით მამალაძის თქმით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია მთლიანად უჭერს მხარს აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მოთხოვნებს. მისი თქმით, ისინი ერთად იბრძოლებენ საავადმყოფოს გადასარჩენად.
| ბეჭდვა |