ახალი ამბები
დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედ... რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში - ნათელაშვილი კახაძეზე საუბრობს
„98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი, ექიმი, ქალბატონების იმედი და მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე, პირდაპირი გაგებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში და უღალატა პარტიას, უღალატა იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ. ივანიშვილს ალბათ, მოღალატე „ლეიბორისტების“ გარდა აღარავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა და კიდევ გამოექცევა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი..“ - შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |