ახალი ამბები
..ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებლებმა სამუდამოდ დაასამარეს ამ ქვეყანაში სამართალი!”
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის სარჩელზე მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს, ღირსების შელახვისთვის უჩიოდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვდა. საუბარია ექსპრემიერის 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილი ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს.

„ივანიშვილი თავადაა რუსეთის აგენტი და აქეთ გვაბრალებს რუსეთის აგენტობას. ზარდიაშვილის, მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოც ასეთია, ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებლებმა სამუდამოდ დაასამარეს ამ ქვეყანაში სამართალი!!



წყარო:  http://euronews.ge
| ბეჭდვა |