ახალი ამბები
ქვეყანა სადაც ექიმთან მისალმება 50 ლარი ჯდება
ახლა მოგიყვებით, როგორ უნდა გაათეთროთ ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ მალევე, 2013 წლიდან დაარსდა კომპანია ევექსი, რომელსაც დღემდე ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს. ირაკლი გილაური მაქამდე საქართველოს ბანკს ედგა სათავეში, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ევექსში განაგრძნო თავისი საქმიანობა.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი ინვესტიციებს BGEO ჯგუფიდან იზიდავს, BGEO ჯგუფი ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოს ბანკში, ფლობს სამშენებლო კომპანია m2-ს,  ფლობს ღვინის კომპანია თელიან ველს, ახორციელებს ინვესტიციებს ენერგეტიკულ პროექტებში და მას ეკუთვნის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანია - GGU. 


ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამედიცინო კორპორაცია ევექსი ბანკირების მმართველობის ქვეშაა, კერძოდ ის საქართველოს ბანკის ჯგუფშია.


დაარსებიდან მალევე, 2014 წლის დასაწყისში ევექსი საავადმყოფოების ბაზრის 14% ფლობდა. ძალიან მალე, 2014 წლის ბოლოს სამედიცინო სექტორის 22%-ის მფლობელი გახდა. ევექსმა ძალიან სწრაფი ტემპებით შეიძინა ქვეყნის უმსხვილესი კლინიკები. 2016 შეიძინა ფარმაცევტული კომპანია GPC (ჯიპისი). ასევე შეიძინა ფარმადეპო (ბიძინა ივანიშვილის კომპანია). რაც ყველაზე სასაცილოა, სადაზღვევო კომპანია "იმედი L" ასევე მიეკუთვნება ევექსის მფლობელ კომპანია "ჯანდაცვის ჯგუფს". დღესდღეობით ევექსი ქვეყანაში არსებული კლინიკების 55 % ფლობს, შესაბამისად ბაზარზეც თვითონ არეგულირებს ფასებს. ვერავინ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ფარმაცევტულ ბიზნესზე, რომელიც ასეთი მომგებიანია. პირიქით, მან გადაწყვიტა სრული მონოპოლია განახორციელოს ფარმაცევტულ სფეროში და ამის ნათელი მაგალითია ევექსის ჩამოყალიბება, რომელიც სულ მალე ჯანდაცვის ბაზრის 80%-ზე მეტსაც დაიკავებს. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში მონოპოლიას ბანკი ფლობს.


ახლა გადავიდეთ ბიუჯეტიდან ფულის გათეთრების საკითხზე, რომელიც ამ პირობებში უმარტივესად გამოსდის მონოპოლისტ სამედიცინო კორპორაციებს, სახელმწიფოსთან შეთანხმებით.


დღევანდელი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად საყოველთაო დაზღვევას ასახელებს. მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა, მკვეთრად იმატა ქვეყანაში გადაუდებელმა სამედიცინო დახმარებების რიცხვმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 2013 წელს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - 109 787 ადამიანმა მიიღო, (54 349 974 ლარი), 2014 წელს - 386 964 ადამიანმა (247 145 534 ლარი), ხოლო 2015 წელს კი - 444 708 ადამინმა (294 102 576 ლარი). ეს იმის მანიშნებელია, რომ კლინიკები ხელოვნურად ზრდიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებებზე ფასებს, რათა მეტი ფული წამოიღონ ბიუჯეტიდან. თუ რეკომენდირებულია კლინიკაში 2 ღამით მოთავსება, კლინიკები თვითნებურად იტოვებენ პაციენტს 3 ან 4 დღით. ვინაიდან ყოველი დამატებული დღე ფულის მიღების ახალი წყაროა. ხელოვნურად გაზრდილი ფასები სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა უბრალო მოქალაქის ჯიბეზე ახდენს სერიოზულ გავლენას, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება 20 000 ლარი ჯდება, აქედან 25 % პაციენტმა უნდა დაფაროს.  არანორმალურად გაზრდილი გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევები უკონტროლოა და არ ყავს ზედამხედველი, სახელმწიფოც არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად, ვინაიდან ეს ფულის გათეთრების კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომაა, რომ ჯანდაცვის სფეროში არაფერი იძვრის, უკვე 7 წელია მინისტრიც არ შეუცვლიათ, მაშინ როდესაც სხვა სამინისტროებში მინისტრებმა კაბინეტები რამდენჯერმე დაცალეს.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 15% მაინც უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი დანახარჯების წილი ჯანდაცვის სფეროზე. დღესდღეობით ჩვენთან არის 6.9%.

შედარებისთვის: სომხეთშია 7.9%, ყირგიზეთში 13.2%, უკრაინაში 12.2% და ბელორუსიაში 13.5%


არ შეიძლება არ ვახსენოთ კახაბერ ოქრიაშვილი, რომლის საკუთრებაშიც არის ფარმაცევტული კომპანია პსპ. ბატონი კახა 2004 წლიდან პარლამენტის დეპუტატია, ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს, ხოლო ახლა ქართული ოცნების მართველობის პირობებში. ის ყოველთვის უხვი შემოწირულობებით გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ მისი ბიზნესი სარგებლობდა ხელშეუხებლობით და დღესაც მის სახელს არ ახსენებენ არც ქართულ ოცნებაში და არც ყოფილი ხელისუფალნი.
კახაბერ ოქრიაშვილი ღიად ეწევა სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის დეპუტატისთვის ეს აკრძალულია. ის არის სს “ელექტრონიკა 94”-ის აქციების მფლობელი. შპს “მანდარინის” პარტნიორი. კახაბერ ოქრიაშვილის სახელს უკავშირდება შპს “მარგვეთი”; “GMP Production LTD”; შპს “სანიმედი”; შპს “პსპ”; შპს “ჯეომედი” და შპს “აქსა მედიქალი”. ყველა ჩამოთვლილ კომპანიაში პარლამენტარის მონაწილეობა უვადო პარტნიორობით განისაზღვრება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86