ახალი ამბები
,,სანამ გარედან დაგეგემილი სცენარი იმოქმედებს, მანამდე გაგრძელდება ჩვენი განლევის პროცესი“

,,აბსოლუტურად სწორს ამბობს ექსპრეზიდენტი. გარდა დასავლეთის მხარდაჭერისა, ხელისუფლებაში მოსასვლელად, მ.სააკაშვილს გადამწყვეტი თანადგომა სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა აღმოუჩინა. სხვა საქმეა, რაზე მოილაპარაკეს და რაში ,,გადააგდეს“ მერე ერთმანეთი, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ამ გარიგებაში საქართველო კოზაკივით გაიჭყლიტა და საჯარიმოდ 20 პროცენტი ტერიტორიაც ჩამოგვართვეს. ჩემს თვალწინ მუდმივად ცოცხლდება კადრები, როგორ მუშაობდა მთელი კრემლის ადმინისტრაცია ნაცების სასარგებლოდ.გადამწყვეტ ლობირებას ახორციელებდა პრიმაკოვის დაჯგუფება,მაშინდელი საგარე საქმეთ მინისტრი იგორ ივანოვი, უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე,რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხკვიშვილი, ხოლო რევოლუციის წინ მთელი ქართველი მეღვინეები და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები შეყარეს მოსკოვში რუსეთის უშიშროების კურირებით და დაავალეს რევოლუციის დაფინანსება; თუმცა რაღა შორს წავიდეთ ვითარებაში გარდატეხა შევიდა მაშინ, როდესაც ვ.პუტინმა ბიძინა ივანიშვილს,დღევანდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ პატრუშევის მეშვეობით, პირდაპირ დაავალა ვარდების რევოლუციის დაფინანსება. იმავდროულად მოსკოვის მთელი კონტრპიარი მოდიოდა ჩემს წინააღმდეგ. კარგად იცოდნენ ქვეყნის საზიანო რაიმე დაპირებას არ მივცემდი.სწორედ მაშინ გაიცა განკარგულება ,რომ რუსეთთან დაკავშირებულ არც-ერთ ქართველ ბიზნესმენს არ დაეფინანსებინა ლეიბორისტული პარტია და ეს მითითება დღემდე ძალაშია. აღარ მინდა ძალიან ღრმად გადავვარდე ისტორიაში. მოკლე დასკვნა კი აქედან ასეთია: სანამ გარედან დაგეგმილი სცენარებით იმოქმედებს ქართული პოლიტიკა მანამდე გაგრძელდება შაგრენის ტყავივით, ჩვენი განლევის პროცესი და მას ვერაფერი შეაჩერებს,თვით აღმაშენებელიც რომ გაცოცხლდე. _ ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას ,,პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემს მიმართ რაღაც სიმპათია.“
| ბეჭდვა |