ახალი ამბები
ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ევროპაშიც არმაგედონი მოუწყო
ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ევროპაშიც არმაგედონი მოუწყო

აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, შეაჩერონ კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარება დანაშაულად ჩაითვლება.

შალვა ნათელაშვილი :
,,ხელისუფლებამ, ორმაგი ომი გამოაცხადა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და მისგან თავის გადასარჩენად გაქცეულ მოქალაქეებს, ევროპაშიც არმაგედონი მოუწყო.
ამჯერდ უკვე მეორედ, პარლამენტში იქნა მიღებული კანონპროექტი, რომელიც დანაშაულად აცახდებს დახმარებას ადამიანებისთვის ემიგრაციაში, _თავშესაფრის მიცემას, სამუშაოზე მოწყობას, თუ ბინით დაკმაყოფილებას. ყველანაირი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეებისთვის ადამიანური პირობების შესაქმენლად ემიგრაციაში, დანაშაულად ცხადდება.
ეს უკვე საკონცენტარციო ბანკიც აღარაა, იქიდან გაქცევა მაინც შეიძლებოდა, ამ ე.წ. ქვეყანაში კი ესეც აკრძალეს.
მოვიწოდებ და ვთხოვ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: მდინარაძეებს, თალაკვაძეებს, ჩუგოშვილებს, ვოლსკებს და ვინც იქ არიან ყველას, ჩვენი ხალხის ხარჯზე გაქსუებულებს! სასწრაფოდ გააჩერეთ დამაშაულებრივი კანონპროპექტიის განხილვა! მიეცით ადამაიანებს საშუალება შეინახონ საკუთარი თავი, ოჯახები, შეავსონ ქვეყნის ბიუჯეტი, თუნდაც იმისთვის, რომ თქვენ კარგად იცხოვროთ.“
| ბეჭდვა |