ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: „ TV იმედთან“ 16 აპრილიდან „მაუდის“ თანამშრომლებთან ერთად უკვე კარვებს გავშლით !

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და უფლებადცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან „მაუდის“ ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათ, „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძისაგან „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლებისათვის, მათი კუთვნილი დივიდენდების სანაცვლოდ, დაპირებული კომპენსაციის გაცემა მოითხოვეს.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: „თუ ირაკლი რუხაძე და ტელეკომპანია „იმედის“ რეალური მფლობელი ბიძინა ივანიშვილი, „მაუდის“ ყოფილ თანამშრომლებზე, კუთვნილ და დაპირებულ კომპენსაციას არ გასცემენ, 16 აპრილიდან, ამ პროსახელისუფლო მედიასაშუალებასთან უკვე კარვებს გავშლით და პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ !“
| ბეჭდვა |