ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: ივანიშვილმა და კალაძემ არჩევანი ტაქსების მონოპოლიასა და ტაქსების რევოლუციას შორის უნდა გააკეთონ !

დღეს, აგრარული უნივერსტეთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა (უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა) ლაშა ჩხარტიშვილმა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლაბთან ერთად, საინფორმაციო აქცია-ბრიფინგი გამართა. მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი მერიისაგან მოითხოვენ ტაქსების იძულებით გადაღებვის ვალდებულების გაუქმებას, ასევე მარჯვენასაჭიანი მანქანებით სატაქსო მომსახურების აკრძალვის მოხსნასა და ქუჩიდან მგზავრთა აყვანის უფლების შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, 11 აპრილს, 14:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მასშტაბური საპროტესტო კოლონა, რუსთაველის გავლით ივანიშვილის სასახლისაკენ დაიძრება. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: ბრძოლა ტაქსისტებისათვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს შესანარჩუნებლად, ბოლომდე გაგრძელდება. კალაძე-ივანიშვილის კი სულ რამოდენიმე დღე დარჩა, იძულებით და დრაკონულიივანიშივილს საკუთარივე სასახლეში რეგულაციების გასაქმებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 11 აპრილს ივანიშვილს საკუთარივე სასახლეში გამოამწყვდევენ !
| ბეჭდვა |