ახალი ამბები
ივანიშვილი ჰგავს კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის - გუგავა
„ბიძინა ივანიშვილი ჰგავს, ასეთ შემთხვევაში, კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება, ქონება, მდგომარეობა და ამას გააკეთებს ის ქვეყნის გაწყვეტის ხარჯზე,“ - ეს განცხადება საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.

გიორგი გუგავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან კვლავ გააკრიტიკა პოლიტიკური ოპონენტები.

გუგავა ამბობს, რომ ივანიშვილის გამოსვლიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მისი შეხედულებები ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

„მისი პოლიტიკა, მისი ქმედებები, მისი ნააზრევი, რა თქმა უნდა, საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ჩვენ ყოფნა-არყოფნის საკითხი გვიდგას, მითუმეტეს, ის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შეშლილია, აღრეული აქვს აზრები, იდეური ოქსომორონია სჭირს და აქედან გამომდინარე, თუ დროზე არ ჩამოვაცილეთ ის ხელისუფლებას, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს,“ - განაცხადა გუგავამ.
| ბეჭდვა |