ახალი ამბები
"დაიწყოს ჯდომითი აქციები ივანიშვილის სასახლესთან სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება"-შალვა ნათელაშვილი ტაქსის მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ტაქსის მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს. შალვა ნათელაშვილი აგრარული უნივერსიტეტთან მივიდა, საიდანაც ტაქსის მძღოლების ავტომობილების კოლონა სიგნალებით, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრა. შალვა ნათელაშვილის თქმით აქციის დასრულების შემდეგ გაიმართება კონსულტაციები საინიციატივო ჯგუფთან იმისთვის, რომ დაიწყოს პერმანენტული მჯდომიარე პროტესტი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან და პარლამენტთან.

„ვგეგმავთ სიგნალებით მსვლელობას ამ ქვეყნის მთავარი უბედურების და ტრაგედიის ავტორის ივანიშვილის სასახლისკენ და შემდგომ უკვე საინიციატივო ჯგუფთან ტაქსისტების დავილაპარაკებთ იმაზე, რომ დაიწყოს პერმანენტული აქციები პარლამენტის წინ და ასევე ივანიშვილის სასახლესთან ჯდომითი აქციები განუსაზღვრელი ვადით სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. სანამ ხელისუფლება არ ცვლის თავის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების, ის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს არის სწორი კანონი,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტაქსის მძღოლები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ.
| ბეჭდვა |