ახალი ამბები
ლეიბორისტები ტაქსისტების საპროტესტო აქციებს გამოეთიშნენ


,,დღეს ხელისუფლება და საპატრიარქოც ითხოვს, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ გვერდზე გაიწიოს პროცესებისგან, რის შემდეგაც მძღოლის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.“

ამის შესახებ განცხადება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმ, ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად გააკეთა.
ლეიბორისტებმა ეს გადაწყვეტილება ტაქსების მფლობელებთან ერთად მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებისგან და საპატრიარქოსგან ღია, თუ ფარულად, გაკეთდა მინიშნებები, რომ ხელისუფლება წავიდოდა დათმობაზე, თუ პროცესებს ლეიბორისტული პარტია გამოეთიშებოდა. შესაბამისად, 18 აპრილს დანიშნულ აქციაზე, რომელზეც ლეიბორისტებს განაცხადი თბილისის მერიაში უკვე შეტანილი იყო, ლეიბორისტები აღარ მივლენ და მთელ პასუხისმგებლობას მომდევნო პროცესებზე საინიციატივო ჯგუფი იღებს
შალვა ნათელაშვილი: ,,2019 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც რევოლუციური გაზაფხულის ჟამი. 11 აპრილს, ათასობით პროტესტანტმა, ავტომანქანებით ალყაში მოაქცია ქვეყნის სამარცხვინო მმართველის სასახლე და ამით მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მოთმინების ფიალა ავსებულია და რეჟიმის დღეები დათვლილია. ასეთი რამ არ ყოფილა არცერთი სახალხო გამოსვლის დროს, მსოფლიოში არცერთი მმართველის თავზე.
მთელ ამ პროცესებს წარმართავდა საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ტაქსისტთა თხოვნით და მოთხოვნით. ეს არასოდეს დაგვიმალია და ვამაყობთ , რომ მათი თანამებრძოლები ვიყავით.
დღეს ხელისუფლება და ჩვენდა გასაოცრად საპატრიარქოც ითხოვს, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ გვერდზე გაიწიოს პროცესებისგან, რის შემდეგაც მძღოლის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ჩვენი ცნობადობა, რეიტინგი და ხალხის სიყვარული ისედაც არ გვაკლია. ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა იყო და ამიტომ დავუდექოთ გვერდით. არავითარი პრობლემა არ არის ჩვენი გვერდზე გაწევა. ჩვენთვის მთავარია შეწყდეს ტაქსისტთა გენოციდი! ჩვენთვის მთავარია ამ ხალხმა არ დატოვოს საქართველო და არ დარჩნენ მშივრები და მათ ადგილზე არ გაიხსნას ივანიშვილ-კალაძის სატაქსო კომპანიები და არ ჩამოიყვანონ იქ ირანელი და არაბი მძღოლები, როგოც აპირებენ.
ამიტომ, აქციის ძაალუაფლებას გადავცემთ ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს, ვუცხადებთ სოლიდარობას და ველოდებით. თუ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამ ხელისუფლების ქვეშ იქნება ცხრაბალიანი მიწისძვრა, საიდანაც ისინი ვეღარ გადარჩებიან, ამის პირობას ახლავე ვაძლევ.
მინდა ვუსურვო ჩვენს რევოლუციონერ მეგობარებს, ვაჟკაცებს დიდი წარმატებები ამ ბრძოლაშიც და საერთოდ, ცხოვრებაშიც.
და ერთი რამ ვიცოდეთ, მეგობრებო! პროფესიონალ ბოქსიორთა რინგზე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გავა, დამარცხდება! როცა სახეზეა დანაშაულებრივი პოლიტიკა, ქვეყანას დამნაშავე პოლიტიკოსები მართავენ, მას უნდა შეებრძოლოს პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დგება გამარჯვება! ეს აჩვენა მსოფლიო მსოფლიო პოლიტიკამ და ეს აჩვენა ამ საგაზაფხულო პროცესებმა! დღეს საქმე უკვე აყვანილია ზენიტში, ახლა უკვე დამოკიდებულია ჩვენი მეგობრების მარიფათზე და დიდი წარმატება მინდა ვუსურვო მათ.
ხელისუფლებამ არ დაგაკლო არც დარბევა, არც დაჭერა, ორი კაცის სიცოცხლე ძლივს გადაგვირჩა, ვერ გატეხა ამ ხალხის ნება და ამას აშუქებდნენ ჟურნალისტები და დიდი მადლობა მათ!“
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები





ლეიბორისტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს
პრეზიდენტის ამაზონის ტყის ხანძარის გამო გაკეთებულ განცხადებას
ეხმაურება და კითხულობს, რატომ არ იწვის სალომე ზურაბიშვილის გული
გოგოტიანთკარელების ცოდვით.
“კი,
მაგრამ პრეზიდენტის გული რატომ არ იწვის გუგუტიანთკარელების ცოდვით?
თუმცა მაპატიეთ მისთვის მარტო ამაზონი კი არა ყველაფერი
მნიშვნელოვანია საქართველოს გარდა”. - წერს შალვა ნათელაშვილი
სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
„ტვიტერზე“ ამაზონის ტყის ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ
ტყესთან ერთად საქართველოს
გული იწვის.
 https://2020news.ge
25.08.2019

ლეიბორისტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ამაზონის ტყის ხანძარის გამო გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და კითხულობს, რატომ არ იწვის სალომე ზურაბიშვილის გული გოგოტიანთკარელების ცოდვით.

“კი, მაგრამ პრეზიდენტის გული რატომ არ იწვის გუგუტიანთკარელების ცოდვით? თუმცა მაპატიეთ მისთვის მარტო ამაზონი კი არა ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს გარდა”. - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ამაზონის ტყის ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყესთან ერთად საქართველოს გული იწვის.

https://2020news.ge






ლეიბორისტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს
პრეზიდენტის ამაზონის ტყის ხანძარის გამო გაკეთებულ განცხადებას
ეხმაურება და კითხულობს, რატომ არ იწვის სალომე ზურაბიშვილის გული
გოგოტიანთკარელების ცოდვით.
25.08.2019

ლეიბორისტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ამაზონის ტყის ხანძარის გამო გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და კითხულობს, რატომ არ იწვის სალომე ზურაბიშვილის გული გოგოტიანთკარელების ცოდვით.



შალვა ნათელაშვილი:
25.08.2019


შალვა ნათელაშვილი:

"მეგობრებო, როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის,სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია--ანექსია--გენოციდისა.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს,
საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც
იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
25.08.2019
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
ვიდეოები