ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილმა და „მაუდის“ ყოფილმა თანამშრომლებმა, ირაკლი რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენეს !


დღეს, „TV იმედთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერიT „მაუდის“ ყოფილმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. მასზე „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძისა და ბიძინა ივანიშვილისაგან კიდევ ერთხელ იქნა მოთხოვნილი, „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლებისათვის კუთვნილი აქციების დივიდენდის სანაცვლო კომპენსაციის გაცემის პირობის შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 10 მაისიდან, კარვების პერმანენტული აქციის დაწყება დაანონსეს, "TV იმედის" შესასვლელთან.

ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: „ჩვენ ირაკლი რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილს დროს 10 მაისამდე ვაძლევთ, ან მაუდის თანამშრომლებს გადასცემენ კუთვნილ კომპენსაციას ან „TV იმედდათან“ კარვებს გაშვლით და უწყვეტ, პერმანენტულ აქციას დავიწყებთ !
| ბეჭდვა |