"ტერაქტის მუქარა ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ" - ასე ეხმაურება
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან
დაკავშირებით დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის
განცხადებას.
შალვა ნათელაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთვლილი
მუქარაა.
„მოგეხსენებათ, ივანიშვილი 90-იანი წლების სისხლიანი ბიზნესიდან
აღმოცენდა და, როგორც ჩანს, ისევ იქ დარჩა. მისი პირადი ექიმის ეს
განცხადება პირდაპირ ივანიშვილის შემონათვალი ტერაქტის მუქარაა
ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ. ცუდად დაამთავრებთ, ცუდად!“ - წერს
სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.