ახალი ამბები
არ დაუშვათ ნეო-ორჯონიკიძის შემოსვლა საქართველოში!
,,სამწუხაროდ, ეს ბატონი გახლავთ ნეო-ორჯონიკიძე, პუტინის ადმინისტრაციაში ყველა ანტიქართული საქმის უყოყმანოდ განმახორციელებელი, ჩვენი დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და მომავლის მტერი, შეთავსებით ივანიშვილის ერთ-ერთი შიკრიკი კრემლში.
მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან მისი შემოსვლა ქვეყანაში, მით უფრო შეხვედრების მოწყობა მოსახლეობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებენ ამ ორგანოთა ხელმძღვანელებიც. ასევე, მოვუწოდებ აშშ-ს, საელჩოსა და ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლებს დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებებით.“ _ ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი რუსეთში მცხოვრები ქართველი ოლიგარქის, ,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტის ვლადიმერ ხომერიკის ვიზიტს, რომელიც რადიო ,,მოზიაკის“ ინფორმაციით, 20 აპრილს გორში მოსახლეობას უნდა შეხვდეს ,,რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის მიზნით.
| ბეჭდვა |