"შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის
აღმატებულება მაიტრიპტალა სირისენას. ბატონო პრეზიდენტო შრი- ლანკელ
ხალხსა და პირადად თქვენ გიცხადებთ უდიდეს სამძიმარს იმ საშინელი
მსხვერპლის გამო რაც მოჰყვა ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან
ადამიანებზე.
მე გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი ვიზიტი თქვენს უმშვენიერეს
ქვეყანაში,თქვენთან შეხვედრა და საუბარი.დარწმუნებული ვარ შრი-
ლანკელი ხალხი გადალახავს ამ ტრაგედიის შედეგებს და ააშენებს ისეთ
დემოკრატიულ სახელმწიფოს როგორსაც მისი ჰუმანისტური,ისტორიული
ტრადიციები ითვალისწინებს." - შალვა ნათელაშვილი