ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: ხელისუფლებას არ უნდა გაუვიდეს სპეცრაზმით ჰესების მშენებლობა პანკისში
ლაშა ჩხარტიშვილი: ხელისუფლებას არ უნდა გაუვიდეს სპეცრაზმით ჰესების მშენებლობა პანკისში, რადგან ეს პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბების ტოლფასი იქნება !

დღეს, 13 საათზე, ეკოლოგმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პანკისის ხეობის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებას კი მოუწოდა დაუყონებლივ შეწყვიტოს ძალადობა და გაიყვანოს სპეცრაზმი ხეობიდან, ასევე უარი თქვას მოსახლეობის ნების წინააღმდეგ ჰესის მშენებლობაზე.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: ჰესების მოწინააღმდეგე, პანკისის მოსახლეობის სპეზრაზმის მეშვეობით დარბევა, ასევე მათი ალყაში ყოფნა, არის ივანიშვილის პირდაპირი ნაბიჯი პოლიციური რეჟიმის დამყარებისა და დიქტატურისაკენ, ასევე პუტინის რეჟიმთან შეთანხმებული მასშტაბური, მოღალატეობრივი პროვოკაცია ! საზოგადოება არ უნდა შეეგუოს აღნიშნულს და სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს პანკისელებეს, რათა გადაარჩინოს ეს ულამაზესი კუთხე დაცლისა და ჰესომანიური განადგურებისაგან ! ამასთანავე თუ ხელისუფლებას აქ გაუვა პოლიციური ძალადობით ჰესების აშენება, მომავალში იგივე მოხდება სვანეთშიც, რაჭაშიც და საქართველოს ყველა კუთხეში. საბოლოოდ კი ეს ყოველივე საქართველოს კუთხეების დაცლა-განადგურებამდე და ქვეყანაში ივანიშვილის პოლიციური დიქტატურის დამყარებამდე მიიგვიყვანს !
| ბეჭდვა |