ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: მთავრობა იქამდე ყიდულობს ხალხს, სადამდეც გაიყიდებიან
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:


_ ჩვენს ქვეყანაში მოსულა არა მარტო ხმის გაყიდვა არჩევნებზე, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა საკუთარი მიცვალებულებით ვაჭრობაც. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ შიმშილს შეწირული ბავშვის ოჯახთან სასწრაფო კონტაქტზე გავიდა უშიშროება, გაჩუმების ავანსიც გაცემულია და საბოლოო თანხაზეც მიდის ნაყოფიერი დიალოგი. იგივე ქნეს ამ ზამთარს,აქვე აფრიკის დასახლებაში, ჯართის ძებნისას მიწაში მოყოლილი 12 წლის ბავშვის მშობლებმაც. იგივეს აკეთებდნენ წინა ხელისუფლებებიც (თუმცა არავითარი წინა-უკანა არ არსებობს 1992 წლიდან რეჟიმი არ შეცვლილა) გახსოვთ, ალბათ, პანაშვიდი ქუთაისში და იქიდან გამოძევებული შვილმოკლული მამები, როდესაც ომის ვეტერანთა ობელისკის სრულიად ტუტუცური აფეთქებისას ხალხი დაიღუპა.მოკლედ, მთავრობა იქამდე ყიდულობს ხალხს, სადამდეც გაიყიდებიან და ესაა მათი არსებობის ბაზისი.
| ბეჭდვა |