ახალი ამბები
,,პანკისელებმა გააკეთეს საარაგვოს, ენგურელების, ჭოროხელების, რაჭა-ლეჩხუმელების საქმე”
,,ივანიშვილი ბზობა დღეს პანკისში ბეტეერებით შემოვიდა. ეს არის მისი პირადი ბიზნესი. ეს ერთი და მეორე, ეს არის მოსკოვის დავალების შესრულება, რომ ისე დაიძაბოს პანკისში ვითარება, რომ მერე სამშვიდობო ჩადგეს აქ და იგივე შედეგებით დამთავრდეს, რაც მოხდა ეს მოხდა ცხინვალსა და აფხაზეთში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არასოდეს არ მოხდება, მაგრამ პანკისელებმა დღეს, მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს. დღეს, პანკისელებმა გააკეთეს საარაგვო საქმე, ენგურელების საქმე, ჭოროხის საქმე, რაჭა-ლეჩხუმის საქმე და მთელი ქვეყნის საქმე. გაიმარჯვეს, უკან დაახევინეს ბანდიტ ხელისუფლებას..“_ განაცხადა პანკისში, ადგილობრივებთან შეხვედრისას შალვა ნათელაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც გუშინ, ,,დენთის კასრად” ქცეულ პანკისში ჩავიდა და უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, იქაური მოსახლეობის გვერდით დადგა.



წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |