ახალი ამბები
,,ჩვენი უბედურების სათავე ოლიგარქიულ მმართველობაშია”
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:


_ რატომ დგას დღეს სახელმწიფო ბიზნესის და თავისი, თუ სხვისი ბიზნესინტერესების და არა ხალხის მხარეს?
ცოტა შორიდან ვიტყვი. პოლიტიკაში უკვე ექვსი წელია ვარ და კიდეც ხუთჯერ ექვსი რომ ვიყო, აზროვნებით, მენტალობით, მიდგომებით, შეფასებებით, გადაწყვეტილებებით ჟურნალისტად ვრჩები და პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ქვეცნობიერად და ღიად, მუდამ სამართლიანი, თავისუფალი სიტყვის და მედიის მხარეს ვარ.
დღეს საქართველოს მართავს ოლიგარქი, თავისი ბიზნესინტერესებით, ბიზნესმენის მენტალობით (მეტი მოგება ბიზნესს) და თავისი ოლიგარქიული წრით. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის ბიზნესმენის მხარესაა და არა ხალხის, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც, თუნდაც საკუთარი რეიტინგის გამო არიან იძულებულნი, მოსახლეობის მხარეს დადგნენ.
ამიტომ, ჩვენი უბედურების სათავე ოლიგარქიულ მმართველობაშია. ის ვიღაც, (ნებისმიერი) ოლიგარქი კაციჭამია კი არაა და ამიტომ კი არ იქცევა ასე, არამედ ბიზნესმენია და მისი ტვინი ბიზნესის მოგებაზე და ბიზნესმენის ინტერესებზეა ორიენტირებული. მით უმეტეს, ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც ,,დამსტოპებელი” არ ყავს, ამერიკისგან განსხვავებით.
სწორედ ამიტომ, უნდა ჩამოვაცილოთ ოლიგარქები ქვეყნის მართვას!

წყარო: http://euronews.ge

| ბეჭდვა |