ახალი ამბები
,,ევროპელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი 400 ათასი ვაჟკაცი ჩაწვა მიწაში ევროპის გათავისუფლებისთვის“

შალვა ნათელაშვილმა სამამულო ომის 95 წლის ვეტერან ივანე ლურსმანაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
,,ამ გმირმა ხალხმა გადაარჩინა კაცობრიობა ფაშიზმის მიხაკისფერ საფრთხეს და როდესაც ჩვენი მთავრობის გაზულუქებული წევრები ჩაჯდებიან ,,ჯიპებში“ და იშოვიან მილიარდ-მილიონრებს, უნდა გაახსენდეთ, რომ ამ ხალხს ელემენტარული პირობები ჭირდებათ, ხოლო როდესაც ევროპელები ჩვენს ემიგრანტებს დაუპირებენ იქიდან გამოძევებას, უნდა გაიხსენონ, რომ 400 ათასი ჩვენი ვაჟკაცი ჩაწვა მიწაში, ევროპის გათავისუფლებისთვის და 400 ათასი კიდე დასახიჩრებული ჩამოვიდა. ამათ მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა და მერე აღარ შემოგვიღობავენ, ვერ წარგავრთმევენ და ვეღარ დაგვაჯდება თავზე ვერავინ, როგორც სამწუხაროდ, დღეს ხდება.“_ განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.მალე ქვეყნის სათავეში ,,დაჯდება: ,,ძალიან მიხარია, რომ ასეთი ბრძენი კაცია შალვა, აქამდე უნდა გაემარჯვა, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს. მოვა დრო, რომ შალვა დაჯდება ქვეყნის სათავეში.“
| ბეჭდვა |