ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის მორიგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში
შალვა ნათელაშვილის მორიგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონში „ლეიბორისტების“ ლიდერი ცოტა ხნის წინ გაფრინდა. ნათელაშვილის თქმით, დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრებზე მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს აპირებს.

„იწყება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას კიდევ. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახდეპის, სტრატეგიული ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი იქნება საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი მოკავშირეები შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას საქართველოში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |