ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში სენატორ დიკ დურბინს შეხვდა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. შალვა ნათელაშვილი სენატორ დიკ დურბინსა და კონგრესმენებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა იყო.

შალვა ნათელაშვილი კონგრესმენებთან შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

„გაიმართა შეხვედრები სენატორ დიკ დურბინთან, აგრეთვე, კონგრესმენებთან. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი. საქართველო ათასწლეულების მანძილზე წარმოადგენს ოკუპაციისა და გენოციდის სარბიელს მეზობელი იმპერიებისთვის, თუ სხვა რჯულის დამპყრობლებისათვის. ჩვენ მთელი მსოფლიო უნდა მივიყვანოთ იმ აზრზე, რომ არანაკლები დაცვა გვეკუთვნის, ვიდრე, ვთქვათ, იგივე სომხებს, თუ ებრაელებს, რომლებმაც განიცადეს დიდი გენოციდი და დიდი დევნა,“- განაცხადა ნათელაშვილმა.
| ბეჭდვა |