ახალი ამბები
“კალაძე ივანიშვილის ჩანაცვლებაზე ოცნებობს”
რას ერჩის ბიძინა ივანიშვილი ხეებს, რა საფრთხეების წინაშე დგას ხალხი და ქვეყანა, რა არის გამოსავალი და რაზე უნდა შეთანხმდნენ პარტიები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

– როგორც კი შუალედური არჩევნები დამთავრდა, ლარის კურსი გაიქცა, უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5-დან 20 ლარამდე გაიზარდა, ივანიშვილს წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრის უფლება მისცეს. თავისი გაინაღდა “ოცნებამ” და აიწყვიტა, თუ სხვა რამესთან გვაქვს ადგილი?

– არჩევნების მოსაგებად ივანიშვილმა ბევრი ფული დახარჯა. ამიტომ, დასრულდა თუ არა არჩევნები, მაშინვე შეუდგა იმ ფულის ამოღებას, რომლითაც ამომრჩეველი მოისყიდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამას სათანადოდ ვერ აფასებს. მათ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. არადა ხვალინდელ ქათმამდე ანუ არჩევნებამდე შეიძლება ვეღარც კი მიაღწიონ.

ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. ლარის კურსმა რეკორდი მოხსნა, რასაც ინფლაცია და ფასების ზრდა მოჰყვა. ამის პარალელურად გაქრა სამუშაო ადგილები. ადამიანებს ელემენტარულად წამლის და პურის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. ვშიშობ, რომ ბევრი მათგანი არჩევნებამდე ვერ მიაღწევს.

ვინც ამ ყველაფერს ხედავს და მაინც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, ის უგუნური და პლუს უსინდისოა. მათ ქმედებას სხვა შეფასებას ვერ მივცემ. 7 წლის თავზე, როცა კიდევ იჯერებ ივანიშვილის ტყუილებს და ამასთან ერთად ქრთამსაც იღებ, ოლიგარქზე არანაკლები დამნაშავე ხარ.

ხელისუფლების მადა ისე გაიზარდა, რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებსაც კი აღარ ინდობენ. ივანიშვილი და კალაძე იმდენად გაუმაძღრები გახდნენ, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის პირიდან ლუკმის გამოცლასაც კი აღარ ერიდებიან.

ძალიან გამკვირვებია, რატომ ითვლება თბილისის მერი ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად. ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ გვამცნო ამის შესახებ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ კალაძე ოლიგარქზე რამეთი უკეთესია, ძალიან ცდება.

მისი ხელით ხორციელდება ე.წ. ტაქსების რეფორმა, რომელიც ათასობით ადამიანს ლუკმა-პურის გარეშე დატოვებით ემუქრება. ამ უნამუსობის წინააღმდეგ ჩვენ, ლეიბორისტებმა, დავიწყეთ ბრძოლას და უახლოეს მომავალში ამ ბრძოლას განვაახლებთ.

– მძღოლებთან ერთად აპირებთ ისევ აქციის მოწყობას?

– მათ გარეშე არ გამოვა. ჩვენ მზად ვართ, ახლა ყველაფერი ტაქსის მძღოლების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. პირველი აქციის დროს ტაქსის მძღოლების ნაწილი აჰყვა “ოცნების” პროპაგანდას – პარტიებთან ერთად ნუ გამოდიხართო. ახლა ისინი ხვდებიან, რომ მათ თვითორგანიზაციის მაღალი დონე არ აქვთ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე აქციის მოწყობა გაუჭირდებათ.

ჩვენი და ტაქსის მძღოლების აქცია იყო ძალიან სერიოზული. ასეთი დიდი საპროტესტო ავტოკოლონა საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ამან ლამის მიგვიყვანა საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდამ და ჩანერგილმა პირებმა ცუდი როლი ითამაშეს.

ბრძოლა ისევ გაგრძელდება. ათეულობით ათას ადამიანს კალაძეს ულუკმაპუროდ არ დავატოვებინებთ. სამწუხაროდ, ვიღაცებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ის “ოცნების” ლიდერზე უკეთესია. შეიძლება ითქვას, რომ კახა კალაძე არის ახალგაზრდა ივანიშვილი, რომელიც მისი ადგილის დაკავებაზე ოცნებობს.

ის, ასევე, დიდ ფულზე ოცნებობს. ახლახან გავიგეთ, რომ უბილეთოდ მგზავრობისთვის ადამიანებს 20 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. აქამდე ანალოგიურო ქმედებისთვის ადამიანებს 5 ლარით აჯარიმებდნენ.

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ისეთი არა, რომ ადამიანები, რომლებსაც გადარჩენის პრობლემა აქვთ – პურს ვერ ყიდულობენ, ტრანსპორტში საერთოდ ვერ ავიდნენ.

ამ ოდენობის ჯარიმა ერთ რამეზე მეტყველებს – ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს, რათა ადამიანებს ბოლო თეთრები ამოაცალოს ჯიბიდან.

ბილეთის საფასურს ძირითადად ის ადამიანები არ იხდიან, ვისაც ელემენტარულად პურის ფული არ აქვს.

– ხშირად ბილეთებს ისეთი ადამიანებიც არ ყიდულობენ, ვისაც ფულის პრობლემა არა აქვს.

– ძირითადად ბილეთებს გაჭირვებული ადამიანები ვერ იღებენ. მათ ჯარიმები კი არ უნდა გაუზარდონ, არამედ მათთვის რაიმე სოციალური პროგრამა მოიფიქრონ. ესენი კი გაჭირვებულ ადამიანებს პირდაპირ ახრჩობენ.

ხეებთან დაკავშირებით ნამდვილად სამარცხვინო ადამიანია – მთავრობამ ივანიშვილს წითელ წიგნში შეტანილი 109 ინდივიდის მოჭრის უფლება მისცა.

ჩვენ თუ მოვდუნდით, 109 კი არა, 109.000 ხე განადგურდება. განადგურდებიან ადამიანებიც. თავისი მზაკვრობის განსახორციელებლად ხელისუფლებას წინ კარგი დრო უდგას.

– კარგ დროში რას გულისხმობთ?

– წინ ზაფხულია. ხელისუფლება, როგორც წესი, ზაფხულსა და ახალი წლების პერიოდში იღებს ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებს.

– ივანიშვილს ხეებზე ძალიან სერიოზული გართულება აქვს – სადაც კი ფეხი დაადგა, ყველგან ხეებს ანადგურებს/ რამე აუტანლობა ჭირს? არადა, დენდროლოგიურ პარკს აშენებს და, როგორც ამბობენ, ხეებთან ჩახუტება ყვარებია.

– მართლა არ ვიცი, რატომ აქვს ამ ადამიანს ხეების მიმართ ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება. ეტყობა, უნდა, რომ მხოლოდ თავის ეზოში ჰქონდეს ხეები.

ერთი რამ აშკარაა, ის ცოცხალ არსებებს, ადამიანების ჩათვლით, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ივანიშვილს ხეები, ადამიანები და ცხოველები მხოლოდ საკუთარ ვოლიერსა და აკვარიუმში უნდა.

ამის იქეთ მისთვის სულ ერთია, ვინ სად გადაიჩეხება და მოკვდება. მას მხოლოდ მონებად ქცეული ადამიანები სჭირდება. ხეც მამულში უნდა, რომ თვალს წყალი დაალევინოს. ბედნიერი იქნება, თუ მისი სამფლობელოს იქეთ ქვა-ქვაზე არ დარჩება.

– მონებადქცეული ადამიანები ახსენეთ და დაიმონა ოლიგარქმა ქვეყანა, რომ არავინ არაფერზე ხმას არ იღებს?

– რეალურად ასე არ არის. უბრალოდ, რაღაც კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში. ადამიანები ნიჰილისტურად არიან განწყობილი. მთაწმინდაზე ჩატარებულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ადამიანები კვლავ არ მიდიან არჩევნებზე. ერთი მხრივ, მათ უიმედო განწყობა აქვთ და მეორე მხრივ, ვერ ნახეს ისეთი კანდიდატი, რომელიც მათთვის იქნებოდა მისაღები.

კარგი იქნება, თუ არჩევნებში დიდი კონკურენცია იქნება და ბევრი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი იმას ვეღარ იტყვის, რომ ბოკერიას ან “ოცნების” გამო არ წავიდა არჩევნებზე.

ხელისუფლება ათასი ცუდი საქმის გაკეთებას აპირებს. ძალიან ბევრი ობიექტის პრივატიზება და მიწების გაყიდვა იგეგმება. ლამისაა, პროსტიტუციის ლეგალიზებაც მოახდინონ.

დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ გაააქტიურებენ მარიხუანის თემას. იქნება კიდევ ბევრი ცხელი თემა. შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშების გენოციდი გაგრძელდება.

გრძელდება მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, აზერბაიჯანთან კვლავ ვერ გვარდება სადავო ტერიტორიების საკითხები.

აქტიურები თუ არ ვიქნებით, ბევრი ჩვენგანი 2020 წლის არჩევნებამდე ელემენტარულად ვერ მიაღწევს. ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს ქვეყანა, მათ შორის, ტერიტორიებს.

ამ ქვეყნისთვის, მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ტურიზმი, მაგრამ ტურიზმს მოსახლეობისთვის ეფექტი არ მოაქვს. სოფლის მეურნეობა ჩვენში განვითარებული არ არის. ამის გამო აქ შემოსული თანხების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის.

ტურისტებს ვინ ჩივის, ლამისაა, საკუთარი მოსახლეობის გამოსაკვები პროდუქციაც ვერ მოვიყვანოთ. “ოცნებამ” ადგილობრივი წარმოება დაახრჩო.

ზემოთაც გითხარით, რომ ხელისუფლების მადას საზღვარი არ აქვს. ეს ტურიზმის სფეროში კარგად გამოჩნდა.

იმდენად გახარბდნენ, რომ დაცულ ტერიტორიებზე, ბუნების ძეგლებზე, მღვიმეებზე, გამოქვაბულებზე, გადასახადები კიდევ უფრო გაზარდეს.

იქ შესვლა ხელმიუწვდომელი გახდა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. ისინიც სერიოზულ პროტესტს გამოთქვამენ ფასების ზრდის გამო.

ეს სიხარბე ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საერთოდ ვერ დაათვალიერებს ამ ბუნებრივ ძეგლებს, რომლებიც, კანონის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის.

ასე თუ გაგრძელდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობაც შემცირდება. მე ჩართული ვარ ტურისტულ სფეროში და მიწევს უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობა.

ფასები ადეკვატური თუ არ იქნა, უცხოელები საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იტყვიან. წავლენ შრი ლანკაში და ორჯერ ნაკლებს გადაიხდიან.

ტურიზმზე ვსაუბრობთ და აქედანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არაფერში ადარდებს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეები.

სხვა ქვეყნებში არის სერთიფიცირება, რომელიც ქვეყანაში უცხოელ გიდებს საქმიანობას უზღუდავს. ჩვენთან არანაირი შეზღუდვა არ არის. ვისაც არ ეზარება, ყველას გიდი ჰქვია.

უცხოელებს ჩამოჰყავთ თავიანთი გიდები, ამით საქართველოს უამრავ მოქალაქეს ტოვებენ უმუშევარს.

გიდებს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მისიაც აკისრიათ. ისინი საქართველოს შესახებ უცხოელებს უნდა მოუყვნენ. ეს უცხოელი გიდები რას ყვებიან, კაცმა არ იცის.

ასევე კაცმა არ იცის ამ გიდების წარმომავლობა. ვინ არის იმის გარანტი, რომ ისინი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან.

– ეს ვინ უნდა გააკონტროლოს?

– სახელმწიფომ. სპეციალური სამსახურები რაში იღებენ ხელფასს? მაგრამ “ოცნებას” მხოლოდ ფულის შოვნა აინტერესებს. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ასე რომ, ყოველდღიური ბრძოლის რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა, რათა 2020 წლამდე თუ არა, 2020 წელს მაინც დავასრულოთ ივანიშვილი.

ასევე, სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული რეჟიმი. უნდა გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე. კოალიციური მთავრობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა, რამდენიმე ძალამ უნდა შექმნას.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში “ოცნების” სატელიტების მოსვლა.

– არის ამის შანსი?

– რა თქმა უნდა. ივანიშვილი არის რვაფეხა, რომელსაც, სულ მცირე, რვა საცეცი აქვს. მხედველობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები მყავს. ზოგი მათგანი ღიად თანამშრომლობს ოლიგარქთან, ზოგიც – ფარულად.

სატელიტების თვალსაზრისით, ივანიშვილმა სააკაშვილს ბევრად გადააჭარბა. ნაციონალებს ამდენი სატელიტი არ ჰყოლიათ.

წყარო: https://www.timer.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
,,მინიმუმ 7 წელია არა მარტო საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის,არამედ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის სავარძელში და
საერთოდ მმართველობაში ზის მარტო გავრილოვი კი არა პირადად რუსეთის
პრეზიდენტი პუტინი. ცინიზმია მმართველი პარტიის განცხადება, რომ
პარლამენტის დარბაზი მათ არ დაუთმიათ. მათ ქვეყანა დაუთმეს კაი ხანია”
_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე
შალვა ნათელაშვილი.
20.06.2019
,,მინიმუმ 7 წელია არა მარტო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,არამედ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის სავარძელში და საერთოდ მმართველობაში ზის მარტო გავრილოვი კი არა პირადად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ცინიზმია მმართველი პარტიის განცხადება, რომ პარლამენტის დარბაზი მათ არ დაუთმიათ. მათ ქვეყანა დაუთმეს კაი ხანია” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
20.06.2019


"მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მიზანია შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი ,,მხედრიონი,“ რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე." - შალვა ნათელაშვილი


ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი
საქართველოსში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და
ფეისბუქში წერს:

,,რუსეთის რაინდის ეკლიანი გვირგვინით შემობრძანებას გილოცავთ, ერო!
ივანიშვილ-კრემლის კარგად დაგეგმილი ოპერაცია ,,რაინდი” წარმატებით
დასრულდა. ბიჭმა კარგად ,,იკაჩავა”,
20.06.2019


ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი საქართველოსში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუქში წერს:

,,რუსეთის რაინდის ეკლიანი გვირგვინით შემობრძანებას გილოცავთ, ერო! ივანიშვილ-კრემლის კარგად დაგეგმილი ოპერაცია ,,რაინდი” წარმატებით დასრულდა. ბიჭმა კარგად ,,იკაჩავა”,


ქვეყანამ იცის რა გულქვები და არამეცენატეები ხართ!
საქართველოს დაქცევა სწორედ თქვენი საბანკო ანგარიშების დამსახურებაა,
რა თქმა უნდა ლეიბორისტულ პარტიაზე დაფინანსებას არ გთხოვთ, თქვენ
მხოლოდ ივანიშვილის კრიმინალიტეტს აფინანსებთ, მაგრამ იმედი მაქვს,
რომ ოდესმე მაინც ლიტერატურა გიყვარდათ.
20.06.2019


ქვეყანამ იცის რა გულქვები და არამეცენატეები ხართ!
საქართველოს დაქცევა სწორედ თქვენი საბანკო ანგარიშების დამსახურებაა, რა თქმა უნდა ლეიბორისტულ პარტიაზე დაფინანსებას არ გთხოვთ, თქვენ მხოლოდ ივანიშვილის კრიმინალიტეტს აფინანსებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც ლიტერატურა გიყვარდათ.
ვიდეოები