ახალი ამბები
,,გვბლოკავთ და იგნორს გვიკეთებთ იმიტომ, რომ...." - ლეიბორისტების წერილი ,,იმედს" და ,,პირველს"
კიდევ ერთხელ გაცნობებთ ჩვენი აღშფოთების და პროტესტის შესახებ, რომელიც გამოწვეულია დემოკრატიული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის_ მედიის და სიტყვის თავისუფლების ოლიგარქიზაციით. მედია, რომელიც თვითონ უნდა იყოს თავისუფალი, მიუკერძოებელი და მართალი სიტყვის გარანტი დემოკრატიულ ქვეყანაში, თავად ახშობს თავისუფალ სიტყვას და საქართველოს მოსახლეობას ართმევს უფლებას მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ეს განსაკუთრებიით მძიმეა, როცა საქმე ეხება მედიის მიერ, ჩვენი საერთო სამშობლოს, მისი ისტორიის, კულტურის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების და განზრახვის მიჩქმალვის მცდელობას.
ლეიბორისტული პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მეზობელი ქვეყნის მიერ დავით გარეჯზე მიტანილი შეტევის პირველივე დღიდანვე დგას აღნიშნულ პრობლემასთან (ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ყველა ძირითად და მნიშვნელოვან საკითხთან), პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ადგილზე დაუყონებლივ ჩასვლით დაწყებული, თითქმის ყოველღიური ბრიფინგებით _ ფაქტების გახმაურებით და ანალიზით. სამწუხაროდ თქვენი ინტერესი არცერთი ამ ღონისძიების მიმართ არ ყოფილა. ვერ (არ) მოიცალეთ ამ სახელწმიფოებრივი პრობლემისთვის, შესაბამისად არ გააშუქეთ და მოსახლეობას არ აცნობეთ იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ხელისუფლების რუხ კარდინალთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით გვართმევს მიწას, ისტორიას, სალოცავს.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ თავისუფალი სიტყვის დასაცავად ყველა მედიასაშუალების გვერდით, ყველა ხელისუფლების შეტევისას, მათ შორის თქვენს გვერდით და ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი, ქართველი ხალხის მიერ მოპოვებულ სიტყვის თავისუფლებას, თქვენი სახით, ზღუდავს ერთი კონკრეტული ოლიგარქის, თავისი ოლიგარქიული სისტემით და მედიამფლობელებთან გარიგებებით.
ბლოკავთ და იგნორს უკეთებთ ლეიბორისტული პარტიის და შალვა ნათელაშვილის მიერ პირდაპირ, შეულამაზებლად ნათქვამ, ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ სიმართლეს, რადგან ასეთი დავალება გაქვთ ოლიგარქ ივანიშვილისგან და ასე გაწყობთ თქვენც, რამდენადაც თქვენი დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ამავე ოლიგარქიულის სისტემის ნაწილი და დამცველები ხართ ( სხვადასხვა ცნობილი მიზეზებით). სწორედ ამიტომ, ბლოკავთ და იგნორს უკეთებთ მატყუარა ოლიგარქიული მმართველებისთვის მიუღებელ კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალას- ლეიბორისტულ პარტიას და შესაბამისად იგნორს უკეთებთ მის ათი ათასობისთ ამომრჩეველს!
ამჯერად იგნორს გვიკეთებთ და გვბლოკავთ, იმიტომ, რომ არ გაიგოს ქართველმა ხალხმა სიმართლე, როგორ გაყიდა ერთმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ მართველობაში დასმული ხელისუფლების ხელით ჩვენი ,,იერუსალიმი“ _ დავით გარეჯა.
თქვენ, მედია, რომელიც ვალდებული ხართ ხალხს მიაწოდოთ სიმართლე, ქვეყნის მმართველ ოლიგარქიულ ხელისუფლების დავალებით და მასთან გარიგება-შეთანხმებით, უმალავთ საქართველოს მოსახლეობას და მსოფლიოს, აღნიშნულ ფაქტს, რითაც თანამონაწილე ხდებით ოლიგარქიული რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის და ქმედებების.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმას რაც თავადაც იცით: თქვენი დუმილით, სიჩუმით, იმ უმნიშვნელოვანესი თემების დამალვა-იგნორირებით, რასაც ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი აჟღერებენ, თანამონაწილე ხდებით მმართველი ოლიგარიული სისტემის დანაშაულებრივი საქმიანობის, რაზეც მორალურ პასუხისმგებლობას ერის და ქვეყნის წინაშე ვერ გაექცევით, თუმცა საეჭვოა ეს განაღვლებდეთ, რადგან თავად ხართ ამ სისტემის ნაწილი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანა ოლიგარქიული მმართველი სისტემით და მის მიერ მონოპოლიზირებული, მართული მედიით ხვდება, რაშიც ლომის წილი სწორედ თქვენი, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი, ხელისუფლებასთან გარიგებული მედიამფლობელებისაა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
22.09.2019


"არანაერი 20/20 (ოცი-ოცის) იმედი დიდად ნუ გექნებათ!
ნუ გახდებით ივანიშვილის თამაშის მონაწილე, რომელსაც ამით უხანგრძლივდება დრო, დრო ქვეყნის ბოლომდე გასაძარცვად და გასანადგურებლად მის ხროვასთან ერთად.

მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, რომ დღეს დაფუძნებულ მოძრაობას
„ლელო“ ერქმევა და ის მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.

 


„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ჩვენ მოვძებნით 12
ლიდერს ყველა სფეროში, ყველა სოფელში. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე
მოსდევს. 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ილია
ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა
გადარჩენილიყო“, განაცხადა ხაზარაძემ.
22.09.2019

მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში განაცხადა, რომ დღეს დაფუძნებულ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა და ის მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.

 


„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ყველა სოფელში. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს. 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო“, განაცხადა ხაზარაძემ.


ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში
პოსტს აქვეყნებს:
22.09.2019

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წარმოუდგენელი რაოდენობის ფულია შემოსული მოსკოვიდან.სხვანაირად ტანკით ვერ მიათრევდი ამ რუსულ სპეცბატალიონს ასეთი მასშტაბის კონფერენციაზე ჩასაშლელად.აბა რას ვეუბნებოდი ვაშინგტონს შვიდი წელი.ახლა გააღეთ პირი და თქვით აააა!სამწუხაროდ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოეჭრა თავი."

22.09.2019

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წარმოუდგენელი რაოდენობის ფულია შემოსული მოსკოვიდან.სხვანაირად ტანკით ვერ მიათრევდი ამ რუსულ სპეცბატალიონს ასეთი მასშტაბის კონფერენციაზე ჩასაშლელად.აბა რას ვეუბნებოდი ვაშინგტონს შვიდი წელი.ახლა გააღეთ პირი და თქვით აააა!სამწუხაროდ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოეჭრა თავი."

ვიდეოები