ახალი ამბები
ნინო მეტრეველი – გუშინ ქალბატონი კალანდაძე რაღაც საიდუმლო პირობებზე საუბრობდა, აგვიხსენით, რა ხდება!
ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი დავით გარეჯთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნინო კალანდაძის სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და წერს:

გუშინ ქალბატონი კალანდაძე ,,პირველზე” რაღაც საიდუმლო პირობებზე საუბრობდა.
კეთილი ინებეთ და გაგვიმარტეთ, რა მოხდა 2012 ში და რა ხდება დღეს!
საქართველო და დავით გარეჯა ბებიათქვენის მზითვები კი არაა, ,,საიდუმლოდ” ატრიალოთ!
ამიტომ დუმხართ ყველა მთელი პოლიტიკურ სპექტრი?!
აგვიხსენით, რა ხდება!“,-წერს ნინო მეტრეველი ფეისბუქზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომელიც მან 2012 წლის მაისში თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა.

„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იყო საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა. დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება და საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება“, – ამბობს ნინო კალანდაძე.


წყარო:  www.infopostalioni.com
| ბეჭდვა |