ახალი ამბები
ჭიათურის აქციების ორგანიზება მოახდინა უშიშროებამ, იმიტომ, რომ....

,,აი, ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს, აქციებისას. ახლა ხომ ხვდებით ვინაა ავტორი ცნობილი ფრაზების: ,,პოლიტიკოსები არ გვინდა,” ,,პარტიები არ გვინდა,” ,,პოლიტიზაცია არ გვინდა...” სანამ ამგვარად იქნება ხალხი დაზომბირებული, ძაღლური ცხოვრებაც გაგრძელდება და ივანიშვილებიც სულ იქნებიან.
რაც შეეხება ჭიათურის პროცესებს. მისი დაორგანიზება სრულად, მოახდინა უშიშროებამ, რათა ზეწოლა განეხორციელებინათ ,,ფერო”-ს მფლობელ ებრაელ ოლიგარქ კოლომოისკიზე, რომლის კანდიდატურაა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს არ აღედგინა მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილისათვის. მიზანი ჩაუვარდათ და ტყუილებით დახუნძლული ხალხიც ისევ გაუშვეს შავ მაღაროებში.“ _ წერს შალვა ნათელაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე
| ბეჭდვა |