ახალი ამბები
"გააგზავნეს ბახტაძე ფეხმჩატე გოგონასავით, გელათის მათხოვარის რანგში, ზელენსკისთან შესახვედრად"
"ჩვენი თაობა სახელმწიფოს ჩამოშლას საკუთარი თვალით ვუყურებთ. მეტი წყევლა რა უნდა იყოს“, - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მამუკა ბახტაძის გასაიდუმლოებულ შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

"მოკლედ, ოლიგარქი ოლიგარქის ტყავს არ დახევსო. ამუშავდა კოლომოისკი თავის პროტეჟე ზელენსკისთან. საქართველოს უთავმოყვარეო სახელმწიფოს პრემიერს კი, მასთან შესახვედრად, პირდაპირ სასტუმროში, ფეხმჩატე გოგონასავით, გელათის მათხოვარის რანგში აგზავნიან ბრიუსელს, ვითომდა ამერიკის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც ერთი თვის შემდეგაა, თანაც ვაშინგტონში. მოკლედ, საუბედუროდ, ჩვენი თაობა ქართული სახელმწიფოს ჩამოშლას საკუთარი თვალით ვუყურებთ. მეტი წყევლა რა უნდა იყოს“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს იწყებს. ბრიუსელშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც.


წყარო:  http://new.2020news.ge
| ბეჭდვა |