ახალი ამბები
"სხვა შედეგს ელოდით ვინმე?" - გიორგი გიუაშვილი

"რამოდენიმეჯერ დავწერე კიდეც, რომ შუალედურ არჩევნებში ამ პოლიტ. პირობებში მონაწილეობა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისათვის იყო სრულიად წამგებიანი.
ამას არჩევნები არ ჰქვია, ეს არის "სპეცოპერაცია" საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ჩვეულებრივი ბიზნესი, დახარჯავ პირობითად 10-ს, ამოიღებ 1000-სს.
ჯერ ერთი დასავლეთთან გაპრავდა ივანიშვილის ზნედაცემული რეჟიმი ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში, ადგილზე, ქოცური გუბერნიების, საკრებულოების, უშიშროების და ა შ პირობებში თითი თითზე არ დაადებინებდნენ და არაფერს არ გააკეთებინებდნენ გამარჯვებულ მერებს, თუ დეპუტატებს, მხარდამჭერების ძირითად ნაწილს დააკარგინებდნენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, არც ხალხისათვის და ვინც ხმა მისცა იმათთვისაც არაფერს გააკეთებინებდნენ, რაც კატასტროფულ შედეგს გამოიწვევდა სამომავლოდ პარტიებისათვის, ხალხი რეალურად გინებას დაუწყებდა კანდიდატებსაც და პარტიებსაც, "რისთვის მოგეცით ხმებიო"
რატომ ვერ, თუ არ გათვალა ეს გარემოება ოპოზიციამ?
არჩევნებში მონაწილეობაა მხოლოდ თვითმიზანი და რეალური ცვლილებები არავის უნდაა?
ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რა ბერკეტებით "იმარჯვებს" ივანიშვილის ხროვა არჩევნებს!
1. ხელოვნურად გაღარიბებული, გაუბედურებული და წამხდარი ამომრჩეველი, "გათიშე და იბატონე"-ს პრინციპით.
2. გაწუწკებული, გადამსკდარი, უპრინციპო და ყველაფერზე წამსვლელი ადმინისტრაციული რესურსი, მოხელეები, მათი ოჯახის წევრები და ა შ.
3. ოლიგარქის დიდძალი ქეში ფული დასარიგებელი არჩევნებში "გასამარჯვებლად", ათასობით დაფინანსებული კოორდინატორების მეშვეობით.
4. სახელმწოფო დაფინანსებით გაკეთებული ოპერაციები, მედიკამენტების თანხები.
5. ე წ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიის, რომელიც დიდ წილად გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე, მაქსიმალური კონტროლი არჩევნების წინა დღეებში, ამ გაუბედურებულ, მეტ წილად ჩავარდნილ ხალხთან მისვლა, დახმარების გაწევა და ქეში თანხის მიცემა.
6. უშიშროების მიერ კოორდინატორებზე დარიგებული საარჩევნო სამაგიდო სიები, გამოტანილი კომისიებიდან ამომრჩევლის კონტროლის მიზნით.
7. ძალოვანი სტრუქტურების მიერ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე ზეწოლა, ბევრ შემთხვევაში, რომ საერთოდ არ მოვიდნენ არჩევნებზე.
8. კრიმინალის და მოძველბიჭო სასტავების აქტიური ჩარევა და წახალისება.
9. საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უმოქმედობა.
10. ასობით გაბათილებული ბიულეტენები
11. უბნებიდან გამოტანილი ბიულეტენები და დატრიალებული "კარუსელები"
და ა შ,
დასასრული არ აქვს ამ ჩამონათვალს.
არ იცოდა ეს ყველაფერი ოპოზიციაამ?
რატომ ვთამაშობთ წაგებულ თამაშს?
საარჩევნო კვოტებისათვის და დაფინანსებებისათვის, მეორე და მესამე, მთავარი ოპოზიციური როლისათვიის??
ვერცერთი ოპოზიციური ძალა დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს გამარჯვებას, გამორიცხულია!
ერთადერთი გამოსავალი, გაერთიანებული მძლავრი ოპოზიციური საპროტესტო პანღური!
გამყალბებელი ჟვანიას სასწრაფო გადადგომა.
ძირეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და ვადამდელი საპარლამენტო." - გიორგი გიუაშვილი
| ბეჭდვა |