ახალი ამბები
,,იუჟნაია ასეტიას“ ყველა დეპუტატი მიცემული იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში


შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა ე.წ. დეპუტატი, რომელიც 9 ივნისის არჩევნებით შევიდა ცხინვალის ე.წ. პარლამენტში, მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ ცხინვალაში, სამუდამოდ აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.
,,ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე, გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა შიდა ქართლის საქართველოდან ჩამოსაცილებლად.
კატეგორიულად მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა ე.წ. დეპუტატი, ვინც გუშინ შევიდა ,,იუჟნაია ასეტიას“ პარლამენტში, მიცემული იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო ჩამოსული ე.წ. მეთვალყურეები უცხოეთიდან, სამუდამოდ შევიდნენ იმ შავ სიაში, რომელთა თანახმადაც, საქართველოში ლეგალურად ვერასოდეს შემოვლენ.
ამ დუმილმა მოგვიყვანა დღემდე, ძალიან მწარე რეალობით. ეს უმოქმედობა და დუმილი, სიმართლის ართქმა, რეალობის დამალვა, სირაქლემის პოზა საბოლაოდ დაგვაკარგვინებს ტერიტორიებს, რომლის გარეშეც საქართველო ვერ იქნება რეალური სახელმწიფო.
ომი არ არის აუცილებელი. ხომ არსებობს პრონციპულობა, საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო მოკავშირეები, ამ საკითხით დაკავებული საერთაშორისო ორგანიზაციები?! ვინმეს მიმართა ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე? ისე შემოგვიღობეს სოფლები, სალოცავები, საფლავები, მდინარეები მსოფლიოს არაფერი გაუგია.
მაინტერესებს, რად გვინდა სისხლის სამართლლის კოდექსი, თუ არ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებას და ტერიტორიულ მთლიანობას?! რისთვის გვინდა 308-ე მუხლი, ,,საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის შესახებ“ რომელიც ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს?! თუნდაც ერთიკაცი, თუნდაც ფორმალურად, პასუხისგებაში არის მიცემული?
როდესაც მიეცემიან პასუხისგებაში, დაჯდებიან ინტერპოლის ძებნაში წითელი ცირკულარით, მერე შეიკავებენ თავს არჩევნებში მონაწილეობისგან, პოლიტიკური პარტიის ლიდერობისგან პროკურორობისგან და სხვა თანამდებობისგან აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. მერე დაინთება მათ ფეხქვეშ ცეცხლი და დაიწყება შემომტკიცების პროცესი.
სანამ არ გამოვაცხადებთ სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, დე-იურე, ცხინვალს _ საპარალმენტო ქალაქად, სანამ არ გავუხსნით ცეცხლს მკველელბს, ადამიანის გამტაცებლებს, მეკობრეებს და არ ეცოდინება მსოფლიოს, რომ თავის დაცვა შეგვიძლია, მანამდე ჩვენი პატრონი არავინ იქნება.“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86